მზია ამაღლობელი - მთელი ეს პროცესი რაღაც რიტუალს ჰგავს, სასამართლო ინსტიტუტის ცოცხლად დამარხვას დაემსგავსა
ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია 12 მაისს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გაიმართება
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მეუფე შიო გახდა
ზვიად ცეცხლაძე - ჩემი უდანაშაულობა ცალსახაა
მეუფე ზენონი - ყველა თავისი სინდისით ირჩევს საქართველოს ეკლესიის მომავალს
მეუფე გრიგოლი - მშვიდობა იზეიმებს
EU to impose new sanctions over Russia’s abduction of Ukrainian children
Russia has no right to appoint EU negotiator – Kallas

თიბისის მხარდაჭერით, თბილისი ჰილსში განსხვავებული კონცეფციის აპარტამენტების მშენებლობა იწყება

28.03.2024 ნახვები: 617

თბილისი ჰილსის მულტიფუნქციურ კომპლექსში, ქალაქის ცენტრიდან 15 წუთის გზაზე, თიბისის მხარდაჭერით, ახალი აპარტამენტების მშენებლობა იწყება.

ტერიტორიაზე ახალი აპარტამენტების 3 ოთხსართულიანი შენობა აშენდება. თითოეულ შენობაში კი 44 აპარტამენტი იქნება.

თბილისი ჰილსის ახალი აპარტამენტები მომავალი მაცხოვრებლების სურვილებსა და საჭიროებებზე მორგებული, საერთაშორისო სტანდარტების, თანამედროვე საცხოვრებელი სივრცე იქნება.

პროექტს სამი ფაქტორი გამოარჩევს: პირადი სივრცის განცდა, უმაღლესი ხარისხის სტანდარტები და რეკრეაციული სივრცეები.

პირადი სივრცის განცდა

თითოეულ აპარტამენტში 3.4-3.6 მეტრი სიგრძის სლაიდური ვიტრაჟები სივრცის შეგრძნებას შეუწყობს ხელს. იზოლირებული აივნები და ხმაგაუმტარი კედლები კი მაცხოვრებლების პირად სივრცეს უზრუნველყოფს.

აპარტამენტების დიდი ტერასები იძლევა საშუალებას რეკრეაციული გარემოს შესაქმნელად და მცენარეების გასამრავლებლად. რამდენიმე ტერასაზე, სურვილის შემთხვევაში, გამოყოფილი იქნება ადგილი აუზისთვისაც. არასასურველი მზის სხივებისგან დასაცავად კი, თითოეული ტერასა აღჭურვილი იქნება საჩრდილობელი სისტემით.

მაღალი ხარისხის სტანდარტები

აპარტამენტების მშენებლობისას, გამოყენებული იქნება უმაღლესი ხარისხის ევროპული სამშენებლო მასალა. პროექტში გათვალისწინებული იქნება გამართული ინფრასტრუქტურა, სახანძრო უსაფრთხოება და ლიფტი. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვისაც. ყოველი შენობის მიწისქვეშა სართული დაეთმობა პარკინგს, სადაც ასევე მოეწყობა სპეციალური სივრცეები და სათავსოები მაცხოვრებლების ნივთების შესანახად.

აპარტამენტები ბარდება თეთრი კარკასის კონდიციით, ინტერიერის პროექტირება კი, საშუალებას იძლევა შეიქმნას დახვეწილი და გამორჩეული დიზაინი.

რეკრეაციული სივრცეები

თბილისი ჰილსის აპარტამენტებს მზის ელემენტებზე მომუშავე, თვითგაგრილებადი ატრიუმიც გამოარჩევს, რომელიც კომფორტული ავეჯითა და მცენარეებით აღჭურვილი, მოსასვენებელი სივრცე იქნება აპარტამენტებს შორის.

აპარტამენტების წინ, რეკრეაციული ზონაც მოეწყობა, რომელიც გააერთიანებს: სტადიონს, პარკს, ბავშვთა გასართობ კუთხეს და სხვა. ასევე, კომპლექსის ტერიტორიაზე მაცხოვრებლებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ საქართველოში გოლფის პირველი პროფესიონალური მოედნებით.

იმისათვის, რომ მაცხოვრებლების ყოველდღიურობა მაქსიმალურად კომფორტული იყოს, აპარტამენტებთან ახლოს აშენდება კომერციული სივრცე, სადაც განთავსდება მაღაზიები, აფთიაქი, კაფე და სხვა.

პროექტის შესახებ დამატებით დეტალებს გაეცანით ბმულებზე:

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა