თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

პროკურორის განცხადებით, გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე ბიძინა ივანიშვილი დაიკითხება

ნახვები: 625 პროკურორის განცხადებით, გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე ბიძინა ივანიშვილი დაიკითხება

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე "ქართული ოცნების" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი სასამართლოში ჩვენებას, როგორც დაზარალებული მისცემს. აღნიშნული ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა მიხეილ სადრაძემ დაუდასტურა.

"აბსოლუტურად ყველა პირი დაიკითხება, რომელიც მითითებულია სასამართლოში დასაკითხ პირთა სიაში, თქვენ ეს მოისმინეთ, საჯარო იყო. დაზარალებული არის დასაკითხ პირთა სიაში, შესაბამისად, ყველა პირი დაიკითხება იმ საერთო წესების დაცვით, როგორც ხდება სასამართლოში დაკითხვა და ბუნებრივია, ის ინფორმაციას მიაწვდის სასამართლოს", - განაცხადა სადრაძემ.

მან, ასევე, ისაუბრა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ აუდიოჩანაწერზეც, რომელიც ადვოკატისა და ბრალდებულის მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილისა და გიორგი ბაჩალიაშვილის საუბარს ასახავს. პროკურორის თქმით, აღნიშნული ჩანაწერის ავთენტურობის დასადგენად მათ ექსპერტიზა დანიშნეს.

"დადასტურებულია, კანონით გათვალისწინებული სტანდარტით, რომ ეს დანაშაული ბრალდებულმა გიორგი ბაჩიაშვილმა ჩაიდინა, იმ მტკიცებულებით, რომელიც უამრავია და ზედმეტად მაღალი ხარისხით ადასტურებს.

ჩანაწერის ავთენტურობა შესაბამისმა ექსპერტიზამ უნდა დაადასტუროს. ბუნებრივია, ამას სხვა უწყება ატარებს და კონკრეტულ ვადას ვერ გეტყვით. დაცვის მხარე თუ არ თვლის, რომ მის ავთენტურობაზე კითხვები არსებობს, მაშინ რატომ დანიშნა თავად ექსპერტიზა. ასევე, დაშვებაც რომ გავაკეთოთ, რომ ეს ჩანაწერი ავთენტურია, მისი შინაარსი პირიქით, ბრალდების ყველა კომპონენტის გამამყარებელია აბსოლუტურად ყველა გარემოებასთან მიმართებაში. ავთენტურობა უნდა დადგინდეს და ამის შემდეგ უნდა შემოვიდეს შეფასების კომპონენტი", - განაცხადა მან.

ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხება. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 39 215 820 აშშ დოლარს შეადგენდა.

გიორგი ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა