ლევან ხაბეიშვილი -„ხარება“ არათუ მონაწილეობდა ჩემზე თავდასხმაში, ვიდეოს იღებდა, უნდოდა მეთქვა, რომ ვარ „ჩმორი“ და მაშინ აღარ დამარტყამდნენ
გელა ხასაიასა და მასთან ერთად დაკავებულ ვასილ ქერდიყოშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
ლევან ხაბეიშვილი - მე მთავარი ოპოზიციური პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ვარ და განცხადებას პოლიტიკურ საბჭოსთან შეთანხმებით ვაკეთებდი, რომელიც პოლიტიკური დაპირება იყო - ვახმოვანებდი 120 კაცის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას
ბადრი ჯაფარიძე - სონატა კოლტერთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმ მნიშვნელობაზე, რომელიც აქვს აშშ-ს საქართველოს უსაფრთხოებისთვის და ეკონომიკური განვითარებისთვის
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ – სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციისთვის შექმნილი მდინარაძის ახალი თანამდებობა კანონიერების პრინციპს და კონსტიტუციას ეწინააღმდეგება
ურსულა ფონ დერ ლაიენი - ძალიან კარგი საუბარი მქონდა დონალდ ტრამპთან
მოსკოვზე, იაროსლავსა და როსტოვზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა
ვოლოდიმირ ზელენსკი - უცნაურია ზოგიერთი ქვეყნის ლიდერის სურვილი, მოსკოვს ეწვიოს ამ დღეებში - არ გირჩევთ

გია ცაგარეიშვილი - კიდევ კარგი სტრასბურგის სასამართლო შორსაა და არ არის მცხეთასთან, ქუთაისთან ან თბილისის რომელიმე უბანში, თორემ შტურმით აიღებდნენ

27.03.2024 ნახვები: 621

კიდევ კარგი სტრასბურგი ტერიტორიულად ცოტა შორს არის და არ არის მცხეთასთან, ქუთაისთან ან თბილისის რომელიმე უბანში, თორემ შტურმით აიღებდნენ იქაურობას. დარწმუნებული ვარ, ხალხს სცემდნენ, „დასკოჩავდნენ“ კიდევაც მაგიდაზე, გვარამია ტაშს დაუკრავდა იქვე, შორს არ წავიდოდა იმ „კასტილიან“ ადამიანთან ერთად, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა განუცხადა.

აღნიშნულით ის გამოეხმაურა პარტია “ახალის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებას, რომ მისი სარჩელი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ განსახილველად არ მიიღო.

ცაგარეიშვილის თქმით, სტრასბურგიდან მიღებული “მწარე პასუხებია” იმისი მიზეზი, რის გამოც მათ სურთ “ვეტინგი” და სასამართლოში შეჭრა.”

“ეტყობა, გვარამიას უნდა, რომ როგორც ჭილყვავებივით შეესივნენ ქვეყანას მაშინ და ჯიჯგნეს ქვეყანა და სასამართლო, იგივე ბედი გაიზიაროს სტრასბურგმა. კიდევ კარგი სტრასბურგი ტერიტორიულად ცოტა შორს არის და არ არის მცხეთასთან, ქუთაისთან ან თბილისის რომელიმე უბანში თორემ შტურმით აიღებდნენ იქაურობას დარწმუნებული ვარ, ხალხს სცემდნენ, “დასკოჩავდნენ” კიდევაც მაგიდაზე, გვარამია ტაშს დაუკრავდა იქვე, შორს არ წავიდოდა იმ "კასტილიან" ადამიანთან ერთად. ეს აღარ არის და ვეღარ იქნება. ამიტომ, მათ თუ უნდათ, სამართალი ნახონ, თუ საქართველოში არ უნდათ, შეუძლიათ გაუდგნენ შორეულ გზას სტრასბურგისკენ. ეს აღარ არის მე-18 საუკუნე, როცა ჯორზე ამხედრებული სულხან-საბა 6 თვე მიდიოდა რომში, რომ რომის პაპი ენახა. ეს თანამედროვე სამყაროა, მათ შეუძლიათ აიღონ ბილეთი ქუთაისიდან ან თბილისიდან, გადაფრინდნენ სტრასბურგში, შეიტანონ სარჩელი და მიიღებენ მწარე პასუხს.

აქედან წაღებული უამრავი სარჩელი და ვერცერთი მოგებული საქმე. სწორედ ეს არის მათი გამწარების მიზეზი და იმიტომ უნდათ “ვეტინგი” და სასამართლოში შეჭრა, იმიტომ შექმნეს გარეთ სურათი, რომ აქ სასამართლო სისტემა ჩამომხობილი და განადგურებულია, არადა ყოველდღე ქვეყნდება რეიტინგები, სადაც სასამართლოზე საუბრობენ, რომ თავისუფალია, ეკონომიკაზე საუბრობენ, რომ ვითარდება და არათავისუფალ სასამართლო პირობებში ეკონომიკა ვერ იქნება თავისუფალი, სადაც საუბრობენ, რომ ადამიანის უფლებები ქვეყანაში დაცულია, ქვეყანაში არავის აწამებენ, გუშინ გამოქვეყნდა, რომ ლამის პირველები ვართ მსოფლიოში. სად არის პრობლემა? - ერთი საქმე შეუძლია, რომ თქვას ჰერჩინსკიმ ან ვინმემ, რომ კონკრეტული მოსამართლე, კონკრეტულ საქმეზე იყო დაინტერესებული, პოლიტიკურად ანგაჟირებული, ქრთამი აიღო, გავლენას დაექვემდებარა? - ვერცერთ საქმეს ვერ იტყვის”, - აღნიშნა გია ცაგარეიშვილმა.

ცნობისთვის, დღეს პოლიტიკური პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერმა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ მისი სარჩელი განსახილველად არ მიიღო.

ნიკა გვარამიას თქმით, მას შემდეგ, რაც საქართველოში ხელისუფლება და სასამართლო შეიცვლება, პოლიტიკური საქმეების შესახებ სიმართლეს ყველა გაიგებს.

შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიამ სტრასბურგის სასამართლოს იმის მერე მიმართა, რაც მისი სარჩელი უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო და ძალაში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დატოვა, რომლის მიხედვითაც, ნიკა გვარამია პატიმრობაში რჩებოდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა