არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
პროკურატურამ „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანებისა და ტერორისტული საქმიანობის დახმარების ბრალდებით ორ პირს ბრალდება წარუდგინა
სურსათის ეროვნული სააგენტო: თბილისის საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლენილა
ბერდია სიჭინავა ჩორჩანას საქმეზე: გახარიას პოზიცია ცალსახაა, საგუშაგოს მშენებლობის შესახებ ყველამ ყველაფერი იცოდა
ზელენსკი კიევზე თავდასხმაზე: დაიღუპა 14 წლის ბიჭი, ეს იყო სასტიკი თავდასხმა, რომელსაც არანაირი სამხედრო ლოგიკა არ გააჩნია
დევდორაკის ხეობაში ღვარცოფის შედეგად წყლის დონემ 4 მეტრს მიაღწია და საავტომობილო გზა დაზიანდა, ამ დროისთვის საფრთხე მინიმალურია
გურიაში განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდებით სამი პირი დააკავეს, საქმეში ე.წ. კანონიერი ქურდიც ფიგურირებს
თავდაცვის სამინისტროს თანხების გაფლანგვის საქმეზე მსჯავრდებულებმა ვასილ მხეიძემ და გიორგი ხაინდრავამ საპატიმრო დატოვეს

ხვიჩა კვარაცხელია - ბევრ სტადიონზე მითამაშია, მაგრამ ასეთი გულშემატკივრობა არსად მინახავს

ნახვები: 670 ხვიჩა კვარაცხელია - ბევრ სტადიონზე მითამაშია, მაგრამ ასეთი გულშემატკივრობა არსად მინახავს

საქართველოსა და საბერძნეთის ეროვნული ნაკრებების მატჩის დასრულების შემდეგ კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიამ გააკეთა. „ნაპოლის“ თავდამსხმელის განცხადებით, ბევრ სტადიონზე უთამაშია, თუმცა ისეთი გულშემატკივრობა, როგორიც „დინამო არენაზე“ იყო, არსად უნახავს.

„უბრალოდ ფეხი დამეჭიმა, სერიოზული არაფერია. ზოგს ჩვენი არ ჯეროდა, მაგრამ ახლა დაიჯერებენ. უბედნიერესები ვართ. ასეთი ემოცია ცხოვრებაში არ მქონია.

მადლობა ქართველ გულშემატკივარს. ბევრ სტადიონზე მითამაშია, მაგრამ ასეთი გულშემატკივრობა არსად მინახავს. თქვენ ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყავით“, – განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ.

საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე. ჯგუფურ ეტაპზე ჩვენი მეტოქეები თურქეთი, პორტუგალია და ჩეხეთი იქნებიან.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა