მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

გასული წლის ეკონომიკური ზრდა იქნება სულ მცირე 10.7%, თუმცა, შეიძლება ამ მაჩვენებელსაც გადააჭარბოს-ნათია თურნავა

ნახვები: 450 გასული წლის ეკონომიკური ზრდა იქნება სულ მცირე 10.7%, თუმცა, შეიძლება ამ მაჩვენებელსაც გადააჭარბოს-ნათია თურნავა

დღეს ჩვენ უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2021 წლის ეკონომიკური ზრდა იქნება არანაკლებ 10.7%-ის. ის ვარაუდი, რაც გვქონდა, რომ წელს ორნიშნა ზრდით დავასრულებთ, მიღწეულია, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთვარობის სხდომის შემდგომ გამართულ ბრიფინგზე.

ნათია თურნავას შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ გასული წელი იყო რთული, ეკონომიკური თვალსაზრისით საკმაოდ წარმატებული გამოდგა.

ამასთან, როგორც მინისტრი აღნიშნავს, მართალია, წლის შედეგები სტატისტიკურად იანვრის მეორე ნახევარში შეჯამდება, მაგრამ უკვე შეიძლება ითქვას - გასული წლის ეკონომიკური ზრდა იქნება სულ მცირე 10.7%, თუმცა, შეიძლება ამ მაჩვენებელსაც გადააჭარბოს.

თურნავას თქმით, ეს არის იმის ძალიან კარგი საწინდარი, რომ 2022 წელი იყოს უფრო მეტად წარმატებული და ქვეყანას მაკროეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესების უფრო მეტი საშუალება ჰქონდეს.

„მაგალითად, სახელმწიფოს ვალის დონე - შეგვიძლია ეს მაჩვენებელი მთელი 10 პროცენტული პუნქტით შევამციროთ მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში. ასევე სახელმწიფო ბიუჯეტიდან დავაფინანსოთ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი სოციალური თუ ინფრასტრუქტურული პროექტი. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ჩვენი მთავარი საზრუნავი და გამოწვევა უკვე ახალ წელს იქნება სიღარიბესთან ბრძოლა და რასაკვირველია, ყველაფერი, რაც დაკავშირებულია ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან, ბიზნესის წახალისებასთან და კვლავაც მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნებასთან", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა