მარტა კოსი: საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა — რაც ახლა ხდება, გაფართოების ანგარიშში აისახება
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს
გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მადლობა ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის, პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის
ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირით სავარაუდო გარდაცვალებაზე: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, დიდი იმედი მაქვს, ინფორმაცია არ დაიმალება
გიორგი დავითაძის მამა ლევან იოსელიანზე: ის არა ხალხისა და წამებული ადამიანის, არამედ „ქართული ოცნების“ უფლებებს იცავს
შუქრი ბურჭულაძე: რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე

თიბისის მხარდაჭერით „ქოლგა თბილისი ფოტო“ გაიმართება

ნახვები: 573 თიბისის მხარდაჭერით „ქოლგა თბილისი ფოტო“ გაიმართება

თიბისის მხარდაჭერით, 14-19 მაისს, „ქოლგა თბილისი ფოტო“ წელს 23-ედ ჩატარდება და ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებს უმასპინძლებს.

„ქოლგა თბილისი ფოტოს ფარგლებში“, 20 მარტის ჩათვლით, ცხადდება მასშტაბური, საერთაშორისო და პრესტიჟული ფოტოკონკურსი „ქოლგა“. ფოტო კონკურსის გამარჯვებულები ტრადიციულად საერთაშორისო ჟიური გამოავლენს.

2024 წლის ნომინაციები შემდეგნაირად განისაზღვრა: დოკუმენტური სერია, რეპორტაჟი, კონცეპტუალური ფოტოპროექტი, საუკეთესო კადრი-Single Image, მობილური ფოტო, კონცეპტუალურ სერიაში დაშვებულია ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილი პროექტების ატვირთვა.

ჟიურის წევრები არიან: სტივენ ბენსონი - ფოტოგრაფი /აშშ/, ჯეფრი ვოლინი - ფოტოგრაფი /აშშ/, დინა ოგანოვა - ფოტოგრაფი /საქართველო/, თინა შელჰორნი - გალერისტი, კურატორი /გერმანია/, სოლ რობინსი - ფოტოგრაფი /აშშ/, ჯესიკა ჰაინსი - ფოტოგრაფი /აშშ/, საპრიზო ფონდი 6000 დოლარი, პირველ სამ ნომინაციაში გამარჯვებულებს თითოეულს 1500-1500 დოლარი გადაეცემათ. საუკეთესო ერთი კადრის ნომინაციაში გამარჯვებულებს 1000, ხოლო მობილური ფოტო ნომინაციაში გამარჯვებულს - 500 დოლარი.

კონკურსში მონაწილეობისთვის გაიარეთ რეგისტრაცია.

„ქოლგა თბილისი ფოტო“ 2024 წლის გამარჯვებულები გამოცხადდებიან 2024 წლის 14 მაისს.

ქოლგა თბილისი ფოტო 2002 წლიდან არის ფოტოგრაფიის აღიარებული ინსტიტუცია რომელიც ყოველწლიურად მასპინძლობს მსოფლიოში ცნობილი ავტორების გამოფენებს, ვორქშოფებსა და ლექციებს ფოტოგრაფიის აქტუალურ თემებზე. ქოლგა თბილისი ფოტო მხარს უჭერს თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციას და ახალგაზრდა ხელოვანების განვითარებას. თიბისისთვის კი ახალგაზრდა თაობის განათლება და მათი მხარდაჭერა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ამიტომაც უკვე წლებია თიბისი ქოლგა თბილისი ფოტოს ერთგული მხარდამჭერია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა