მარტა კოსი: ევროკავშირში არ არსებობს საკმარისი მხარდაჭერა ივანიშვილის, კობახიძისა და პაპუაშვილის სანქცირებისთვის
ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა

ერდოღანი - სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის შენარჩუნება თურქეთის პრიორიტეტებს შორისაა

ნახვები: 470 ერდოღანი - სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის შენარჩუნება თურქეთის პრიორიტეტებს შორისაა

სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის შენარჩუნება თურქეთის პრიორიტეტებს შორისაა, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, უცხოელ ელჩებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

„გვსურს, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერით რეგიონში ახალი ერა დაიწყოს“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

ერდოღანმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვასა და ეგეოსის ზღვაში საბერძნეთთან ურთიერთობაში ბოლოდროინდელი ნეგატიური ატმოსფერო შეიცვლება და ძალისხმევა კონკრეტულ შედეგებს გამოიღებს.

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთი ყოველთვის მხარს უჭერს ნაბიჯებს, რომლებიც ემსახურება სტაბილურობასა და მშვიდობას ბალკანეთში.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა