სალომე ზურაბიშვილი - ყველა რეაქცია, რაც მოვისმინეთ რეჟიმის ლიდერებისგან, თუნდაც სუს-ის გამოძიებისგან არის აბდაუბდა
ქალაქ ჯვარში, წერეთლის ქუჩაზე, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
ამინდი 7 დეკემბერს
დონალდ ტუსკი - ძვირფასო ამერიკელო მეგობრებო, ევროპა თქვენი უახლოესი მოკავშირეა და არა თქვენი პრობლემა, ჩვენ საერთო მტრები გვყავს
UFC | მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანთან მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა
ემანეულ მაკრონი - უკრაინას შეუძლია ჩვენი ურყევი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს - უკრაინაში სასწორზეა მთლიანად ევროპის უსაფრთხოება
სუს - 4-5 დეკემბრის ღამით მასების მართვისათვის გამოყენებული იქნა ნივთიერება ,,ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი’’, რომლის გამხსნელადაც გამოიყენეს ,,პროპილენ გლიკოლის’’ ხსნარი, არცერთი არ განეკუთვნება აკრძალულ კატეგორიას - ,,კამიტი" კი შსს-ს არასდროს შეუძენია
ურსულა ფონ დერ ლაიენმა გერმანიის კანცლერთან და ბელგიის პრემიერ-მინისტრთან გაყინული რუსული აქტივების საკითხი განიხილა

საქსტატი - 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 24 პროცენტით შემცირდა

11.03.2024 ნახვები: 789

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წელს 1 594.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 24.0 პროცენტით ნაკლებია 2022 წლის დაზუსტებულ მაჩვენებელზე. საქსტატის ცნობით, შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს სავალო ვალდებულებების შემცირება.

რაც შეეხება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განაწილებას კომპონენტების მიხედვით, სააქციო კაპიტალის მოცულობამ 1 173.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის დაზუსტებულ მაჩვენებელს 68.3 პროცენტით აღემატება, ხოლო რეინვესტიციამ 1 279.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის დაზუსტებულ მაჩვენებელზე 7.2 პროცენტით ნაკლებია.

2023 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი 392.0 მლნ აშშ დოლარით გაერთიანებული სამეფო იყო. მეორე ადგილზეა ნიდერლანდები 360.5 მლნ აშშ დოლარით. შემდეგ მოდის თურქეთი – 168.8 მლნ აშშ დოლარით, აშშ – 153.5 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მეხუთე ადგილზეა რუსეთი – 87.6 მლნ აშშ დოლარით.

უწყების ანგარიშის მიხედვით, სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, 2023 წლის წინასწარი მონაცემებით, 57.8 პროცენტი შეადგინა.

პირველ ადგილზე გაერთიანებული სამეფო იმყოფება 24.6 პროცენტით, მეორეზე – ნიდერლანდები 22.6 პროცენტით, ხოლო მესამეზე – თურქეთი 10.6 პროცენტით.

რაც შეეხება ეკონომიკის სექტორებს, პირდაპირი უცხოური ინვესტიციებში 2023 წელს სამი უმსხვილესი სექტორის წილმა 66.5 პროცენტი შეადგინა. ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 630.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 39.5 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 291.7 მლნ. აშშ დოლარით (18.3 პროცენტი), ხოლო მესამეზე – ტრანსპორტის სექტორი 138.2 მლნ. აშშ დოლარით (8.7 პროცენტი).

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა