მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

შალვა პაპუაშვილი პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს

ნახვები: 448 შალვა პაპუაშვილი პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს

საქართველოს პარლამენტის წევრებმა საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარედ შალვა პაპუაშვილი აირჩიეს. პაპუაშვილი პარლამენტმა აირჩია 88 მომხრე ხმით, ერთის წინააღმდეგ. კენჭისყრისას რეგისტრაცია გაიარა 104-მა დეპუტატმა, პარლამენტის თავმჯდომარის ასარჩევად 76 ხმა იყო საჭირო.

პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევამდე, შალვა პაპუაშვილმა დეპუტატებს სიტყვით მიმართა და მათ შეკითხვებსაც უპასუხა. პაპუაშვილის თქმით, ყველაფერს გააკეთებს, რომ ქვეყანას და ხალხს ღირსეულად ემსახუროს. მან ასევე მადლობა გადაუხადა პარლამენტის წინა თავმჯდომარეს, კახა კუჭავას.

„მადლობა საპარლამენტო უმრავლესობას, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენისთვის და გამოცხადებული ნდობისთვის. ეს არის უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობა საზოგადოებისა და ჩვენი პოლიტიკური გუნდის წინაშე. შესაბამისად, ამ თანამდებობაზე გავაკეთებ ყველაფერს, რომ ჩვენს ქვეყანას და ხალხს ღირსეულად ვემსახურო. დიდი მადლობა კახა კუჭავას, რომელიც, პოლიტიკურად ურთულეს დროს, ღირსეულად უძღვებოდა პარლამენტს და შეძლო საპარლამენტო ცხოვრების კონსოლიდაცია", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კახა კუჭავამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა 24 დეკემბერს დატოვა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა