ანა წითლიძე: სააკაშვილის პატიმრობა ერთი პარტიის ამბავი არ არის, ეს ქვეყნის ეროვნული სირცხვილია
ზელენსკი: უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში რუსულ გემსა და რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტს დაარტყეს
ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
დიდი ბრიტანეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ სამ პირს სანქციებს უწესებს

ტრამპმა კოლუმბიის შტატში პრაიმერიზი წააგო და მოწინააღმდეგეს ლუზერი უწოდა

ნახვები: 599 ტრამპმა კოლუმბიის შტატში პრაიმერიზი წააგო და მოწინააღმდეგეს ლუზერი უწოდა

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კოლუმბიის ოლქს „ჭაობს" უწოდებს მას შემდეგ, რაც მისმა კონკურენტმა ნიკი ჰეილიმ იქ „რესპუბლიკელების“ პრაიმერიზი მოიგო.

„მიზანმიმართულად თავი შორს დავიჭირე ვაშინგტონის კენჭისყრისგან, რადგან ეს არის „ჭაობი“, ძალიან ცოტა დელეგატით და არანაირი სარგებლით. Birdbrain-მა (მეტსახელი, რომლითაც ტრამპი ჰეილის მოიხსენიებს) მთელი თავისი დრო, ფული და ძალისხმევა იქ დახარჯა. შაბათ-კვირას მოვიგეთ მისური, აიდაჰო და მიჩიგანი - ძალიან სუსტი მოწინააღმდეგის სრული განადგურება“, - წერს ტრამპი სოციალურ ქსელ Truth Social-ში.

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტი პირობას დებს, რომ 5 მარტს, როდესაც შიდაპარტიული არჩევნები 15 შტატსა და ერთ ტერიტორიაზე გაიმართება, დიდ გამარჯვებებს მოიპოვებს.

„Birdbrain-ი ლუზერია, მან პრაქტიკულად ყველა შტატში რეკორდულად დაბალი შედეგი აჩვენა. მსიამოვნებს იმის ყურება, რომ „ჩიტი“ არ ასრულებს თავის დაპირებას, რომ არასოდეს დაუპირისპირდებოდა პრეზიდენტ ტრამპს („დიდ პრეზიდენტს“). დაუპირისპირდა, მოიტყუა და წააგო!“ - აცხადებს ტრამპი.

შეგახსენებთ, ნიკი ჰეილიმ ვაშინგტონის პრაიმერიზში დონალდ ტრამპი დაამარცხა. დონალდ ტრამპმა დღემდე 8 პრაიმერიზში გაიმარჯვა, მათ შორის, ბოლოს მიჩიგანის, მისურისა და აიდაჰოს შტატებში. 5 მარტს ე.წ. სუპერ სამშაბათი გაიმართება, რომელიც „რესპუბლიკელების“ შიდაპარტიული არჩევნების ყველაზე დიდი დღეა. ამ დღეს კენჭისყრა 15 შტატსა და ერთ ტერიტორიაზე ჩატარდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა