თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

ჯო ბაიდენი - აშშ ღაზის სექტორს ჰუმანიტარულ დახმარებას უახლოეს დღეებში თვითმფრინავებით მიაწვდიან

ნახვები: 629 ჯო ბაიდენი - აშშ ღაზის სექტორს ჰუმანიტარულ დახმარებას უახლოეს დღეებში თვითმფრინავებით მიაწვდიან

აშშ-ის სამხედროები ღაზის სექტორს ჰუმანიტარულ დახმარებას უახლოეს დღეებში თვითმფრინავებით მიაწვდიან, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, არაბულ ანკლავში ჰუმანიტარული დახმარების ნაკადი საკმარისი არ არის და ვაშინგტონი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ღაზის სექტორმა მეტი დახმარება მიიღოს.

ჯო ბაიდენმა „ტრაგიკული და საგანგაშო მოვლენა“ უწოდა ჩრდილოეთ ღაზაში 29 თებერვალს მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა სასურსათო დახმარების მიღების დროს ცეცხლის გახსნისას.

„სიცოცხლის დაკარგვა გულსატკენია. ხალხი სასოწარკვეთილია, რომ უდანაშაულო ადამიანები საშინელ ომში არიან და არ შეუძლიათ თავიანთი ოჯახების გამოკვება. თქვენ ნახეთ პასუხი, როდესაც ისინი ცდილობდნენ დახმარების მიღებას. ჩვენ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ შეერთებულ შტატებში და გავაკეთებთ კიდევაც უფრო მეტს. უახლოეს დღეებში ჩვენ ვაპირებთ, შევუერთდეთ ჩვენს მეგობრებს იორდანიაში და სხვებს საჰაერო ფრენების საშუალებით დახმარების მიწოდების უზრუნველყოფაში“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა