ანა წითლიძე: სააკაშვილის პატიმრობა ერთი პარტიის ამბავი არ არის, ეს ქვეყნის ეროვნული სირცხვილია
ზელენსკი: უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში რუსულ გემსა და რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტს დაარტყეს
ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
დიდი ბრიტანეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ სამ პირს სანქციებს უწესებს

დავით უსუფაშვილი - მოუწევს ივანიშვილს ხელისუფლების დათმობა

ნახვები: 603 დავით უსუფაშვილი - მოუწევს ივანიშვილს ხელისუფლების დათმობა

მოუწევს ივანიშვილს ხელისუფლების დათმობა - ამის შესახებ „რეაქციაში“ დავით უსუფაშვილმა განაცხადა. 

უსუფაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლება „თავისუფალ ადამიანს ებრძვის“ და ივანიშვილი განსხვავებული შეხედულების  მქონე პირებს მტრებად თვლის. 

"მოუწევს - ზოგს თამადობის დათრობა უწევს, ზოგს ბევრი რამის დათმობა უწევს, მაგრამ არ უნდა.ასეთ გზაზე დამდგარი ლიდერები ტრიუკს უტარებენ, პირველ რიგში, საკუთარ თავს, ყველა ავტორიტარი ამ გზაზე დგება, ზოგი მესიანისტური იდეებით, რომ ჰგონია, რომ მის გარეშე ქვეყანა დაიღუპება და როგორ მიატოვებს ქვეყანას. ზოგი იმიტომ, რომ თუ ძალაუფლებას ჩამოშორდა თავად ინგრევა შიგნით, ფსიქოლოგიურად და იდენტობით, ამიტომ ძალაუფლება არის მომეტებული საფრთხის წყარო, ამიტომ მოიგონა კაცობრიობამ მისი დაყოფა, ვადიანობა, 4-წლიანობა, სამართლიანი არჩევნები. წასვლის უნარს რომ კარგავს პოლიტიკოსი, ესეც ეტყობა - შუბლზე ეტყობა, თვალებზე ეტყობა, თუმცა წავიდნენ,“ - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, ჯერჯერობით, ოპოზიციური პარტიების გადაჯგუფება ნაადრევია. 

"პირდაპირ გეტყვით - სუსტი „ლელო“ არც ამომრჩეველს აინტერესებს და არც პარტნიორს, რომ სერიოზულად დაგელაპარაკოს. თუ პოლიტიკური პარტია ლელო არ არის ძლიერი და იმ გზაზე მდგარი „ლელო“ ვძლიერდებით ყოველდღე და გავძლიერდებით, თუ ძლიერი მოთამაშე არ ხარ, ან პარტნიორად ვის რაში სჭირდები, ან შენთან ვინ მოვა პარტნიორად, ან მოქალაქე როგორ უნდა წამოვიდეს, 27 ცალი სუსტი რომ დავდგეთ ერთად, ამით რამე მიიღება? ამდენი დროის და ენერგიის ხარჯვა, ამდენი ახალ-ახალი დაყოფები და მერე წვალება, რომ როგორ შევერთდეთ, ცვენ ლელო 5 წლის წინ გავერთიანდით, რამდენი ჯგუფის კონტურებს ხედავთ, რამდენი სხვადასხვა მხრიდან მოსული ხალხი დავდექით ერთად, ანუ გაერთიანება შეგვიძლია თურმე. 

ამ არჩევნებში საარჩევნო ბლოკები, პარტიების გაერთიანებები არ არსებობს და ყველაფერი გადაწყდება არჩევნებამდე 4-5 თვით ადრე და ეს ძლიერება რაშია საქმე - ოპონენტთან კინკლაობით კი არა, მოსახლეობასთან დიალოგით," - ამბობს უსუფაშვილი.

ტვპირველი

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა