ანა წითლიძე: სააკაშვილის პატიმრობა ერთი პარტიის ამბავი არ არის, ეს ქვეყნის ეროვნული სირცხვილია
ზელენსკი: უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში რუსულ გემსა და რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტს დაარტყეს
ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
დიდი ბრიტანეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ სამ პირს სანქციებს უწესებს

მოსკოვს ჟენევის დისკუსიების მინსკში ან ბაქოში გადატანა სურს

ნახვები: 600 მოსკოვს ჟენევის დისკუსიების მინსკში ან ბაქოში გადატანა სურს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მოსკოვს ჟენევის დისკუსიების სხვა ლოკაციაზე, სავარაუდოდ, მინსკში ან ბაქოში გადატანა სურს. აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის, ინალ არძინბას თქმით, „საქართველო უარს ამბობს პოლიტიკურ დიალოგზე ძალის გამოუყენებლობის შესახებ ორმხრივად სავალდებულო შეთანხმების ხელმოწერასთან“ დაკავშირებით.

„დღეს რუსული მხარე აყენებს ძალიან მნიშვნელოვან საკითხს ჟენევის დისკუსიების ჟენევიდან სხვა ადგილას გადატანასთან დაკავშირებით. ეს განპირობებულია იმით, რომ ჟენევას სულ უფრო და უფრო ნაკლებად შეუძლია, უზრუნველყოს ყველა მონაწილისთვის თანაბარი პირობები მოლაპარაკებების პროცესში“, – აღნიშნავს არძინბა.

დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას თქმით, აღნიშნულ საკითხს შეხვედრისას შეეხო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც.

„რაც შეეხება ჟენევის დისკუსიას, ფაქტობრივად, ბატონ ლავროვთან ბოლო შეხვედრისას მან თქვა, რომ ამ პლატფორმამ მეტწილად, ასე ვთქვათ, თავი ამოწურა, ამიტომ მან იკითხა, წინააღმდეგია თუ არა აფხაზური მხარე, რომ გაგრძელდეს მუშაობა უფრო შესაფერისი ლოკაციის მოძიებაზე. საუბარი იყო ასევე ბელორუსის დედაქალაქზე, ქალაქ მინსკზე ან სხვა სახელმწიფოების დედაქალაქებზე, ყოფილი საბჭოთა კავშირის უფრო ნეიტრალურ სახელმწიფოებზე. პრინციპში, ამის განხილვა შესაძლებელია. თუ ეს გადაწყვეტილება მიიღება, მიმაჩნია, რომ ამაში ცუდი არაფერია. პირიქით, შესაძლოა, რამე უკეთესობისკენ შეიცვალოს“, – განაცხადა ბჟანიამ.

ინალ არძინბას განცხადებით, განიხილება აზერბაიჯანის დედაქალაქიც.

„ბოლო დროს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან ბევრი ინფორმაცია მოვიდა ჩვენთან იმის თაობაზე, რომ ჟენევა ვერ უზრუნველყოფს მოლაპარაკებების მონაწილეთათვის თანაბარ პირობებს, ვერ უზრუნველყოფს მოლაპარაკებების ორგანიზაციულ-ტექნიკურ პირობებს სათანადოდ, ადეკვატურად, ამიტომ ეს საკითხი ძალიან აქტუალურია და მჯერა, რომ მომავალშიც ძალიან აქტუალური იქნება“, – აღნიშნავს არძინბა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა