ზელენსკი კიევზე თავდასხმაზე: დაიღუპა 14 წლის ბიჭი, ეს იყო სასტიკი თავდასხმა, რომელსაც არანაირი სამხედრო ლოგიკა არ გააჩნია
დევდორაკის ხეობაში ღვარცოფის შედეგად წყლის დონემ 4 მეტრს მიაღწია და საავტომობილო გზა დაზიანდა, ამ დროისთვის საფრთხე მინიმალურია
გურიაში განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდებით სამი პირი დააკავეს, საქმეში ე.წ. კანონიერი ქურდიც ფიგურირებს
თავდაცვის სამინისტროს თანხების გაფლანგვის საქმეზე მსჯავრდებულებმა ვასილ მხეიძემ და გიორგი ხაინდრავამ საპატიმრო დატოვეს
War update: 236 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottest
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,590 over past day
ADF down 267 out of 295 drones used by Russia to attack Ukraine overnight
SSU exposes FSB agent planning strike on Ukrainian drone repair unit

გაგიკ მელკონიანი - არ გვაინტერესებს, როგორი რეაქცია ექნება რუსეთს ვოლოდიმირ ზელენსკის სომხეთში ვიზიტზე

ნახვები: 678 გაგიკ მელკონიანი - არ გვაინტერესებს, როგორი რეაქცია ექნება რუსეთს ვოლოდიმირ ზელენსკის სომხეთში ვიზიტზე

ჩვენ არ გვაინტერესებს, როგორი რეაქცია ექნება რუსეთს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სომხეთში ვიზიტზე, – ამის შესახებ სომხეთის მმართველი პარტიის, „სამოქალაქო თანხმობის“ დეპუტატმა, გაგიკ მელკონიანმა განაცხადა.

„თუ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გადაწყვეტს სომხეთში ჩამოსვლას, მაშინ უნდა მივიღოთ, რა პრობლემაა? ჩვენ არ გვაინტერესებს, როგორი რეაქცია ექნება რუსეთს ან არ ექნება, ეს მისი საქმეა. ჩვენ მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე ვზრუნავთ, მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებით უნდა ვიხელმძღვანელოთ“, – განაცხადა სომხეთის პარლამენტის დეპუტატმა.

სომხეთში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ვალერი ლობაჩმა ისაუბრა უკრაინის ომის შედეგების შესახებ სამხრეთ კავკასიისთვის.

„ჩემი მხრივ ვიტყვი, რომ უკრაინა მზადაა, მხარი დაუჭიროს სომხეთს. ფრჩხილების გახსნის გარეშე. რამდენიმე დღეში ნახავთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენი ქვეყანა ყველაფერს გააკეთებს რეგიონის სტაბილიზაციისთვის“, – განაცხადა ვალერი ლობაჩმა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტი სომხეთში, შესაძლოა, მარტის დასაწყისში გაიმართოს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა