მარტა კოსი: საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა — რაც ახლა ხდება, გაფართოების ანგარიშში აისახება
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს
გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მადლობა ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის, პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის
ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირით სავარაუდო გარდაცვალებაზე: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, დიდი იმედი მაქვს, ინფორმაცია არ დაიმალება
გიორგი დავითაძის მამა ლევან იოსელიანზე: ის არა ხალხისა და წამებული ადამიანის, არამედ „ქართული ოცნების“ უფლებებს იცავს
შუქრი ბურჭულაძე: რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე

პაატა მანჯგალაძე - დღევანდელი დღე ყველას გვაიძულებს, ვიფიქროთ ერთიანობაზე

ნახვები: 573 პაატა მანჯგალაძე - დღევანდელი დღე ყველას გვაიძულებს, ვიფიქროთ ერთიანობაზე

დღეს ჩვენ მოვედით აქ გმირების დაფასებისთვის, თუ როგორი გაფრთხილება უნდა თავისუფლებას და სახელმწიფოებრიობას, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ კოჯორში იუნკერთა მემორიალთან განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი დღე ყველას გვაიძულებს, ვიფიქროთ ერთიანობაზე და არა დაპირისპირებაზე.

„რაც შეეხება ქართულ ოცნებას“, ყველამ ვიცით ვინ არის, მაგრამ დღეს მაინც თავს შევიკავებ იმიტომ, რომ არსებობს დღეები, როცა პარტიულ კუთვნილებას მნიშვნელობა არ აქვს. ყველამ იცის, ვინც არის და რასაც წარმოადგენს „ქართული ოცნება“, მაგრამ დღევანდელი დღე ყველას გვაიძულებს, ვიფიქროთ ერთიანობაზე და არა დაპირისპირებაზე და პარტიულ კინკლაობაზე“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, 2024 წლის 25 თებერვალს საქართველოს პირველი რესპუბლიკის ანექსიიდან 103 წელი გავიდა. საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა