თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

ლევან ბეჟაშვილი - ჩვენ წარდგენილი გვაქვს “ვეტინგის” სისტემის საფუძველზე მოსამართლეების ხელახლა დანიშვნის საკითხი

ნახვები: 626 ლევან ბეჟაშვილი - ჩვენ წარდგენილი გვაქვს “ვეტინგის” სისტემის საფუძველზე მოსამართლეების ხელახლა დანიშვნის საკითხი

წინა პრაქტიკიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მოლოდინი, რომ ხელისუფლება რაიმე სახით დააკმაყოფილებს ჩვენს წინადადებებს, არ არის , - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილმა პარლამენტში, ევროკავშირის 9 ნაბიჯთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის თაობაზე განაცხადა, რომელიც მან დასრულებამდე დატოვა.

მისივე თქმით, “ვეტინგის” სისტემა, რომელსაც ოპოზიცია ხელისუფლებას სასამართლო რეფირმის გასატარებლად სთავაზობს, საქართველოს მსგავსი პრობლემების მქონე ქვეყნისთვის ზუსტად შესაბამისია.

როგორც ლევან ბეჟაშვილმა აღნიშნა, იმ შემთხვევაშიც თუ ხელისუფლება ოპოზიციის წინადადებებს არ გაითვალისწინებს, “ნაციონალური მოძრაობის” მიზანია, საზოგადოებას დაანახოს, რომ მისი წევრები ყველა პროცესში მონაწილეობენ.

“დღევანდელ შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფმა მოისმინა არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის ხედვა, სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით. არსებობენ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებასაც რადიკალურად განსხვავებული ხედვა აქვთ, მაგრამ ჩვენი მიზანია, ყველა სუბიექტს მოვუსმინოთ.

“ქართულ ოცნებას” აქვს პასუხისმგებლობა, რომ იმ სისტემაში, სადაც სანქცირებული მოსამართლეები არსებობენ, ქმედითი ნაბიჯები გადადგას. ეს იმისთვის, რომ საზოგადოებამ იგრძნოს, მთავრობას მართლა სურს სასამართლოს რეფორმა.

ჩვენ წარდგენილი გვაქვს “ვეტინგის” სისტემის საფუძველზე მოსამართლეების ხელახლა დანიშვნის საკითხი, რომელიც ჩვენი ტიპის პრობლემების მქონე ქვეყანას ზუსტად შეესაბამება.

წინა პრაქტიკიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მოლოდინი, რომ ხელისუფლება რაიმე სახით დააკმაყოფილებს ჩვენს წინადადებებს, არ არის, თუმცა გვინდა, საზოგადოებას ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ყველა პროცესში ვმონაწილეობთ და საკუთარ აზრს ვაფიქსირებთ”, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა