თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

ნათია თურნავა - მიღებულია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, 150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება

ნახვები: 627 ნათია თურნავა - მიღებულია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, 150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება

გონივრული და სოციალურად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა მიღებული, 150 000-ზე მეტ პენსიონერს შეუმცირდება სესხის პროცენტი, რაც „ლიბერთი ბანკის ფინანსურ მდგომარეობასაც არ გააუარესებს, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და „ლიბერთი ბანკის“ გენერალურ დირექტორთან, ბექა გოგიჩაიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

თურნავას თქმით, სესხის პროცენტი შეუმცირდებათ იმ პენსიონრებს, რომლებმაც სესხი 2023 წლამდე აიღეს.

„„ლიბერთი ბანკმა“ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციით. ამ სამუშაოებში ჩართული იყო ეროვნული ბანკიც. საუბარია იმ პენსიონერებზე, რომლებიც საპენსიო სესხის ამღებები არიან და რომლებმაც სესხი 2023 წლამდე აიღეს. ეს არის საკმაოდ მაღალ პროცენტში აღებული სესხები, ეხება ოვერდრაფტებსა და ჩვეულებრივ სესხებს. „ლიბერთი ბანკმა“ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მათ სესხის პროცენტი შეუმცირდეთ და გაუტოლდება იმ პროცენტს, რომელიც 2023 წლიდან არის მოყოლებული ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით. ანუ პროცენტების სერიოზული შემცირება მოხდება იმ მსესხებლებისთვის, რომლებსაც სესხი აღებული აქვთ 2023 წლამდე. საშუალოდ, ეს სესხები 30 პროცენტზე ზევით არის. ჩვენი ინფორმაციით, ასეთია 150 ათასზე მეტი სესხი. შესაბამისად, ეს სოციალურად საკმაოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომელიც, ამავდროულად, „ლიბერთი ბანკის“ ფინანსურ მდგომარეობასაც არ გააუარესებს.

აქედან გამომდინარე, საკმაოდ გონივრული და სოციალურად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა მიღებული. მინდა, ასევე აღვნიშნო, რომ „ლიბერთი ბანკთან“ ინტენსიურად ვიმუშავებთ ამ გადაწყვეტილების აღსრულების წესზე, ეს გადაწყვეტილება რომელი თარიღიდან ამოქმედდება, რა წესით მოხდება პროცენტების შემცირება. ამაზე მოგვიანებით შევთანხმდებით“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა