თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

საქართველოს მოქალაქის, რომელიც რამდენიმე დანაშაულშია ეჭვმიტანილი, ჩეხეთიდან აშშ-ში ექსტრადაცია მოხდა

ნახვები: 626 საქართველოს მოქალაქის, რომელიც რამდენიმე დანაშაულშია ეჭვმიტანილი, ჩეხეთიდან აშშ-ში ექსტრადაცია მოხდა

ჩეხეთის ხელისუფლებამ შეერთებულ შტატებში რამდენიმე დანაშაულში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქის, ფოლად ომაროვის ექსტრადაცია განახორციელა.

Radio Prague International-ის ინფორმაციით, ფოლად ომაროვი აშშ-ის პოლიციის ესკორტს პრაღის აეროპორტში გადასცეს. საქართველოს ექსტრადირებული მოქალაქე რამდენიმე დანაშაულშია ეჭვმიტანილი, მათ შორის ფულის გათეთრებასა და ნიუ-იორკში ირანელი ჟურნალისტის მკვლელობის დაგეგმვაში.

მედიის ინფორმაციით, პირი, რომლის მკვლელობაც იგეგმებოდა, ირანის მთავრობის კრიტიკოსია, რომელიც აშშ-ის მოქალაქეა და ნიუ-იორკში ცხოვრობს.

მამაკაცი გასული წლის იანვარში დააკავეს და ივლისში ჩეხეთის იუსტიციის მინისტრმა, პაველ ბლაჟეკმა მისი ექსტრადიცია დაამტკიცა.

მიუხედავად იმისა, რომ ომაროვმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა, ის საკონსტიტუციო სასამართლომ ძალაში დატოვა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა