ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military
EU strategy to end war based on ‘peace through strength’ formula – Kubilius
Russian ballistic attack leaves one dead, 22 injured, causes damage in six Kyiv districts
Russian forces lose another 2,250 soldiers in war against Ukraine over past day
European Defence Innovation Forum to return to The Hague, with special focus on Ukraine`s battlefield experience

ხავი - ხვიჩა კვარაცხელია თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა

ნახვები: 527 ხავი - ხვიჩა კვარაცხელია თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა

„ბარსელონას“ მწვრთნელმა, ხავიმ „ნაპოლისთან“ ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის შეხვედრის შესახებ ისაუბრა. ესპანელმა სპეციალისტმა მეტოქე გუნდში ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი გამოარჩია.

„დიდი იმედით და ენთუზიაზმით ველოდებით „ნაპოლისთან“ შეხვედრას, რომელმაც მწვრთნელი თამაშის წინ შეცვალა. სერია A-ს მოქმედ ჩემპიონთან დაპირისპირება ადვილი არასოდეს ყოფილა.

გამოვარჩევდი ნეაპოლელთა შეტევის დუეტს, ვიქტორ ოსიმენსა და ხვიჩა კვარაცხელიას. ისინი უმაღლესი დონის მოთამაშეები არიან. კვარაცხელია თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესოა, ამიტომ მას ყურადღება უნდა მივაქციოთ. ჩვენთვის ამ შეხვედრაში საკუთარი კარის დაცვა მნიშვნელოვანი იქნება.

მოტივირებული ვარ. მატჩისთვის ისე უნდა მოვემზადოთ, რომ მოთამაშეებმა თავიანთი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლინონ. ჩვენზე ზეწოლა იქნება და ეს არ მიკვირს. ყოველთვის ასეა, როდესაც „ბარსელონას“ ეთამაშებიან, ჩვენთან ყველა განსაკუთრებულად მონდომებულია.

მოცემული სიტუაცია გუნდის დნმ-ს არ ცვლის, ხვალ მოედანზე მოსაგებად გავალთ, ფრე არ არის საუკეთესო შედეგი „ბარსასთვის“, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ საპასუხო მატჩს სახლში ვითამაშებთ“, – განაცხადა შეხვედრამდე გამართულ პრესკონფერენციაზე „ბარსელონას“ მწვრთნელმა.

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველი მატჩი „ნაპოლისა“ და „ბარსელონას“ შორის ოთხშაბათს, 21 თებერვალს „სტადიო დიეგო არმანდო მარადონაზე“ თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.

1tv.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა