ანა წითლიძე: სააკაშვილის პატიმრობა ერთი პარტიის ამბავი არ არის, ეს ქვეყნის ეროვნული სირცხვილია
ზელენსკი: უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში რუსულ გემსა და რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტს დაარტყეს
ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
დიდი ბრიტანეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ სამ პირს სანქციებს უწესებს

ვოლოდიმირ ზელენსკი - დღეს მთავარი კითხვაა, კიდევ რამდენ ხანს მისცემს მსოფლიო საშუალებას რუსეთს, დარჩეს ასეთად?

ნახვები: 601 ვოლოდიმირ ზელენსკი - დღეს მთავარი კითხვაა, კიდევ რამდენ ხანს მისცემს მსოფლიო საშუალებას რუსეთს, დარჩეს ასეთად?

უკრაინის ქმედებები შეზღუდულია იარაღის მოქმედების სიშორითა და ეფექტურობის ხარისხით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან კიდევ ერთხელ მოუწოდა დასავლეთს, სამხედრო დახმარება გაუწიოს უკრაინას და აღნიშნა, რომ კიევმა უკვე დაამტკიცა, რომ შეუძლია ბრძოლის ველზე რუსეთის დამარცხება.

„ჩვენ შეგვიძლია ჩვენი მიწის დაბრუნება და პუტინს შეუძლია, დამარცხდეს. ეს უკვე მოხდა ერთხელ და მეტჯერაც ბრძოლის ველზე. ჩვენი ქმედებები შეზღუდულია განადგურების საშუალებების ეფექტურობის ხარისხით და მოქმედების მანძილით, მაგრამ ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული და ავედეევკაში შექმნილი სიტუაცია ამას ცხადჰყოფს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, უკრაინას შეიარაღების ხელოვნურ დეფიციტში ამყოფებენ, რაც პუტინს ინტენსიურ საბრძოლო მოქმედებებთან ადაპტაციის საშუალებას აძლევს.

„ეს დემოკრატიის თვითშესუსტება ძირს უთხრის ჩვენს საერთო შედეგებს“, – თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი არა მხოლოდ უკრაინას, არამედ წესებზე დამყარებულ მსოფლიო წესრიგს უქმნის საფრთხეს.

„კიდევ რამდენ ხანს მისცემს მსოფლიო საშუალებას რუსეთს, დარჩეს ასეთად? სწორედ ეს არის მთავარი კითხვა დღეს. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება რუსეთის აგრესია წესებზე დამყარებული მსოფლიო წესრიგის წინააღმდეგ, მით უფრო დიდი ცვლილებებს ვიხილავთ. შესაძლოა, ადამიანებს მოუხდეთ ცხოვრება ისეთ მსოფლიოში, სადაც ლოკალური ომები მხოლოდ ლოკალური აღარ იქნება. ნებისმიერი ომი ქმნის საფრთხეს, გარდაიქმნას გლობალურ კატასტროფად. შესაძლოა, სურსათისა და მიგრაციის იარაღად გამოყენებამ დაარღვიოს არსებული რეგიონული ბალანსი და ძირი გამოუთხაროს ბევრ პოლიტიკურ სისტემას არა მხოლოდ ევროპაში, არამედ ახლო აღმოსავლეთში, აფრიკაში და ამერიკაშიც“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა