ზელენსკი კიევზე თავდასხმაზე: დაიღუპა 14 წლის ბიჭი, ეს იყო სასტიკი თავდასხმა, რომელსაც არანაირი სამხედრო ლოგიკა არ გააჩნია
დევდორაკის ხეობაში ღვარცოფის შედეგად წყლის დონემ 4 მეტრს მიაღწია და საავტომობილო გზა დაზიანდა, ამ დროისთვის საფრთხე მინიმალურია
გურიაში განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდებით სამი პირი დააკავეს, საქმეში ე.წ. კანონიერი ქურდიც ფიგურირებს
თავდაცვის სამინისტროს თანხების გაფლანგვის საქმეზე მსჯავრდებულებმა ვასილ მხეიძემ და გიორგი ხაინდრავამ საპატიმრო დატოვეს
War update: 236 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottest
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,590 over past day
ADF down 267 out of 295 drones used by Russia to attack Ukraine overnight
SSU exposes FSB agent planning strike on Ukrainian drone repair unit

დევიდ ქემერონი - ნავალნის გარდაცვალებაზე პუტინს პასუხი უნდა ვაგებინოთ

ნახვები: 678 დევიდ ქემერონი - ნავალნის გარდაცვალებაზე პუტინს პასუხი უნდა ვაგებინოთ

ნავალნის გარდაცვალებაზე პუტინს პასუხი უნდა ვაგებინოთ, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმა, დევიდ ქემერონმა განაცხადა.

„ალექსეი ნავალნი იყო წარმოუდგენლად მამაცი მებრძოლი კორუფციის წინააღმდეგ და მან დათმო ყველაფერი იმის დასაცავად, რისიც სწამდა. მე თანავუგრძნობ მის ცოლსა და ოჯახს. ჩვენ მკაფიოდ უნდა ვთქვათ, თუ რა მოხდა აქ. პუტინის რუსეთმა დააპატიმრა ის, გააყალბა მის წინააღმდეგ ბრალდებები, მოწამლა, გააგზავნა არქტიკის კოლონიაში და ახლა ის ტრაგიკულად გარდაიცვალა. ჩვენ ამისთვის პუტინს პასუხი უნდა ვაგებინოთ. არავის ეჭვი არ უნდა შეეპაროს პუტინის რეჟიმის საშინელ ხასიათთან დაკავშირებით მას შემდეგ, რაც ახლა მოხდა“, – განაცხადა დევიდ ქემერონმა.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ნავალნის გარდაცვალებას შედეგები უნდა მოჰყვეს.

ალექსეი ნავალნი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაიცვალა. რუსული მედიის ინფორმაციით, ნომერ მე-3 კოლონიაში გარეთ სეირნობის დროს ნავალნიმ თავი შეუძლოდ იგრძნო და გონება დაკარგა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ალექსეი ნავალნის დაღუპვა დაადასტურა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა