პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
პროკურატურამ „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანებისა და ტერორისტული საქმიანობის დახმარების ბრალდებით ორ პირს ბრალდება წარუდგინა
სურსათის ეროვნული სააგენტო: თბილისის საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლენილა
ბერდია სიჭინავა ჩორჩანას საქმეზე: გახარიას პოზიცია ცალსახაა, საგუშაგოს მშენებლობის შესახებ ყველამ ყველაფერი იცოდა
ზელენსკი კიევზე თავდასხმაზე: დაიღუპა 14 წლის ბიჭი, ეს იყო სასტიკი თავდასხმა, რომელსაც არანაირი სამხედრო ლოგიკა არ გააჩნია
დევდორაკის ხეობაში ღვარცოფის შედეგად წყლის დონემ 4 მეტრს მიაღწია და საავტომობილო გზა დაზიანდა, ამ დროისთვის საფრთხე მინიმალურია

ალექსეი ნავალნის მეუღლე - პუტინმა, მთელმა მისმა გარემოცვამ, მისმა მეგობრებმა, მთავრობამ იცოდნენ, რომ პასუხს აგებენ იმისთვის, რაც ჩვენს ქვეყანას, ჩემს ოჯახსა და მეუღლეს გაუკეთეს

ნახვები: 663 ალექსეი ნავალნის მეუღლე - პუტინმა, მთელმა მისმა გარემოცვამ, მისმა მეგობრებმა, მთავრობამ იცოდნენ, რომ პასუხს აგებენ იმისთვის, რაც ჩვენს ქვეყანას, ჩემს ოჯახსა და მეუღლეს გაუკეთეს

ეს თუ სიმართლეა, მინდა, პუტინმა, მთელმა მისმა გარემოცვამ, მისმა მეგობრებმა, მთავრობამ იცოდნენ, რომ ისინი პასუხს აგებენ, – ამის შესახებ ალექსეი ნავალნის მეუღლემ, იულია ნავალნაიამ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა, სადაც მას აპლოდისმენტებით შეხვდნენ.

ის აცხადებს, რომ ინფორმაციას მხოლოდ რუსეთის სახელისუფლებო წყაროებიდან ფლობს, რომელთა ნდობა რთულია.

„ეს თუ სიმართლეა, მინდა, პუტინმა, მთელმა მისმა გარემოცვამ, მისმა მეგობრებმა, მთავრობამ იცოდნენ, რომ ისინი პასუხს აგებენ იმისთვის, რაც ჩვენს ქვეყანას, ჩემს ოჯახსა და ჩემს მეუღლეს გაუკეთეს. ეს დღე ძალიან მალე დადგება. მინდა, მსოფლიო თანამეგობრობას მოვუწოდო, რომ გავერთიანდეთ და დავამარცხოთ ეს ბოროტება“, – განაცხადა იულია ნავალნაიამ.

ალექსეი ნავალნი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაიცვალა. რუსული მედიის ინფორმაციით, ნომერ მე-3 კოლონიაში გარეთ სეირნობის დროს ნავალნიმ თავი შეუძლოდ იგრძნო და გონება დაკარგა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ალექსეი ნავალნის დაღუპვა დაადასტურა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა