4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

შალვა პაპუაშვილი - „ლელო“ ბოიკოტს როცა უცხადებს დემოკრატიულ პროცესებს პარლამენტში, ევროკავშირის რეზიდენციაში მათ კარს უხსნიან, ეს ახალისებს რადიკალიზმს საქართველოში

ნახვები: 503 შალვა პაპუაშვილი - „ლელო“ ბოიკოტს როცა უცხადებს დემოკრატიულ პროცესებს პარლამენტში, ევროკავშირის რეზიდენციაში მათ კარს უხსნიან, ეს ახალისებს რადიკალიზმს საქართველოში

სამწუხაროა, რომ „ლელო“ ბოიკოტს როცა უცხადებს დემოკრატიულ პროცესებს პარლამენტში, ევროკავშირის რეზიდენციაში კარს უხსნიან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ეს ახალისებს რადიკალიზმს საქართველოში

„პირველი შემთხვევა არ არის, როცა „ლელო“ ბოიკოტს უცხადებს დემოკრატიულ პროცესებს პარლამენტში. სამწუხაროა, რომ „ლელო“ როცა ბოიკოტშია საპარლამენტო მუშაობასთან დაკავშირებით, ევროკავშირის რეზიდენციაში კარს უხსნიან და ხვდებიან. ეს ახალისებს რადიკალიზმს საქართველოში. ამიტომ, ჩემი სურვილი იქნება, უცხოელი პარტნიორები რაც შეიძლება მკაფიოები იყვნენ ამ დროს.  რადიკალიზმს ვინც ახალისებს, მათი სალონურ წესში მიღება და მათთან საუბარი არ შეიძლება. ამის სამწუხარო გამოცდილება გვაქვს, ეს არ არის პირველი შემთხვევა. გვახსოვს, როდესაც „გირჩმა“ მანდატები დატოვა, ასევე „სტრატეგია აღმაშენებელმა“, „ლელომ“, სამწუხაროდ, მათ ხალიჩებს უშლიდნენ ზოგიერთ კაბინეტში, რაც ახალისებს რადიკალიზმს. დარწმუნებული ვარ, „ლელო“ ამ შეხვედრიდან გამოვა კიდევ უფრო რადიკალიზებული, რადგან  ჩათვლის, რომ რადიკალიზმი არის მისაღები ფორმა ევროპისთვის და გააგრძელებს ასეთ საქციელს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტში, ევროკავშირის ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას არ ესწრება პარტია „ლელო“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა