4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

სოფო ჯაფარიძე - დღეიდან „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილის ასობით ათასი მხარდამჭერი მის გასათავისუფლებლად ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას

ნახვები: 500 სოფო ჯაფარიძე - დღეიდან „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილის ასობით ათასი მხარდამჭერი მის გასათავისუფლებლად ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას

დღეიდან მთელი საქართველოს მასშტაბით, „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილის ასობით ათასი მხარდამჭერი ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას. მივმართავ ქართველ ხალხს, ყველანი ჩავერთოთ, რადგანაც დღეს, თითოეული ჩვენგანი ქმნის შესაძლებლობას, გადაიდგას რეალური ნაბიჯები მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.

სოფო ჯაფარიძის განცხადებით, „სულ მალე ქვეყნის უახლეს ისტორიაში დადგება უმნიშვნელოვანესი ეტაპი, როცა ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს თავისი არჩევანი სინათლესა და სიბნელეს შორის“.

„მაშინ, როცა ჩვენი ევროპელი პარტნიორები დიდი ყურადღებით აკვირდებიან ქართულ პოლიტიკას. მაშინ, როცა ქართველ ხალხთან ერთად, მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ლიდერი მოუწოდებს ხელისუფლებას, დასრულდეს მესამე პრეზიდენტის პოლიტიკური პატიმრობა.ვფიქრობ, დროა, საქართველოს პრეზიდენტმა მიიღოს ისტორიული გადაწყვეტილება, გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრობიდან მიხელ სააკაშვილი. როდესაც მან ყველაზე კარგად იცის, ვის ემსახურება მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობა, მხოლოდ მტრის ინტერესებს და ეს არის ერის ღირსების შელახვა. დღეიდან მთელი საქართველოს მასშტაბით „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილის ასობით ათასი მხარდამჭერი ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას. მივმართავ ქართველ ხალხს, ყველანი ჩავერთოთ, რადგანაც დღეს , თითოეული ჩვენგანი ქმნის შესაძლებლობას გადაიდგას რეალური ნაბიჯები მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად. პირველ მარტს დღის სამ საათზე, ჩვენ ერთად უნდა გადავცეთ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეგროვებული ხელმოწერები. ეს არის ძალიან დიდი ნაბიჯი მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის. ენმ-ს რაიონული ორგანიზაციები აქტიურად იქნებიან ჩართულები და დაგეხმარებიან კოორდინაციაში“, – განაცხად სოფო ჯაფარიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა