4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

შალვა პაპუაშვილი - კეზერაშვილი თავს აფარებს ევროკავშირის ერთ-ერთ ქვეყანას, თავშესაფარს იმისთვის იყენებენ, რომ საქართველოში ვითარება არიონ

ნახვები: 490 შალვა პაპუაშვილი - კეზერაშვილი თავს აფარებს ევროკავშირის ერთ-ერთ ქვეყანას, თავშესაფარს იმისთვის იყენებენ, რომ საქართველოში ვითარება არიონ

ვხედავთ, როგორ იმართება გარედან პროცესები. დავით კეზერაშვილი თავს აფარებს ევროკავშირის ერთ-ერთ ქვეყანას. კრიმინალს რომ თავშესაფარი აქვს ევროკავშირის ტერიტორიაზე, ეს თავისთავად მძიმე ფაქტია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, თავშესაფარს იყენებენ იმისთვის, რომ საქართველოში ვითარება არიონ.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ საპარლამენტო არჩევნებზე ქართველმა ხალხმა მკაფიო არჩევანი გააკეთოს.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ შესაბამის ქვეყნებს, კრიმინალები არ დაუშვან, მათ შორის ისეთი კრიმინალები, რომლებიც ევროპელი პენსიონერების თაღლითობით ითბობენ ხელს. ეს ადამიანი თავს აფარებს მათ ქვეყანას. ეს ადამიანები თავშესაფარს იმისთვის იყენებენ, რომ საქართველოში ვითარება არიონ. რა თქმა უნდა, იქ არის გარკვეული გეგმები. ამიტომ მნიშვნელოვანია, ქართველმა ხალხმა 2024 წლის არჩევნებში ისე, როგორც არასდროს, მკაფიოდ თქვას, რომ საქართველო და ქართველი ხალხი ისეთ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელიც ქართველი ხალხის ინტერესებით მოქმედებს.

ოპოზიციისთვის საქართველოს ინტერესი ნულია, სხვა ქვეყნის ინტერესს გადაგვაყოლებდნენ, დღეს აქ იქნებოდა ომი იმისთვის, რომ მათ დროშები ეფრიალებინათ და ამა თუ იმ დედაქალაქში წითელი ხალიჩები დაეფინათ. ამისთვის მზად იყვნენ, ამ ქვეყანაში ომი და ეკონომიკური კატასტროფა ყოფილიყო. დღესაც „ლელო“ ევროკავშირის წარმომადგენლობაში რომ არის, ის „ლელო“ იყო ინიციატორი, რომ საქართველოს სანქციების ომი გამოეცხადებინა რუსეთისთვის და ამით ქვეყანა ეკონომიკურ კოლაფსში ჩავარდნილიყო. ქართველმა ხალხმა არჩევანი უნდა გააკეთოს ომსა და მშვიდობას შორის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა