4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

შალვა პაპუაშვილი - სინამდვილეში, 2024 წელს ქართველმა ხალხმა არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის უნდა გააკეთოს

ნახვები: 485 შალვა პაპუაშვილი - სინამდვილეში, 2024 წელს ქართველმა ხალხმა არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის უნდა გააკეთოს

სინამდვილეში, 2024 წელს ქართველმა ხალხმა არჩევანი უნდა გააკეთოს ომსა და მშვიდობას შორის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღოს.

„ის, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებს იგებს, ეს არავისში ეჭვს არ იწვევს. მნიშვნელოვანია, რომ გარდა დამაჯერებელი მოგებისა, ქართველმა ხალხმა საბოლოოდ ხმა გააგონოს ყველას ქვეყნის შიგნით და გარეთ, ყველა რადიკალს, რომ ქართველი ხალხი არ დაუშვებს მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის რეკონსტრუქციას და ამიტომ მნიშვნელოვანია დაირაზმოს და საკონსტიტუციო უმრავლესობა მიანიჭოს „ქართულ ოცნებას“. ქართველმა ხალხმა, ახლა ამ არჩევნებში უნდა თქვას, რომ მისთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ ქვეყანაში იყოს მშვიდობა და არა ომი, იყოს ეკონომიკური წინსვლა და არა ეკონომიკური კატასტროფა. ეკონომიკური კატასტროფა ეს არის ოპოზიციისთვის ხმის მიცემა, ოპოზიციისთვის ხმის მიცემა ეს არის ომი საქართველოში. ამიტომ „ქართულმა ოცნებამ“ უნდა მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა იმისთვის, რომ ყველამ დაინახოს ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანი. სინამდვილეში, 2024 წელს ქართველმა ხალხმა არჩევანი უნდა გააკეთოს ომსა და მშვიდობას შორის“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა