4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

ლევან ბეჟაშვილი - სამწუხაროა, მიუნხენის კონფერენციაზე საქართველო ცუდად წარმოჩინდა

ნახვები: 635 ლევან ბეჟაშვილი - სამწუხაროა, მიუნხენის კონფერენციაზე საქართველო ცუდად წარმოჩინდა

სამწუხაროა, მიუნხენის კონფერენციაზე საქართველო ცუდად წარმოჩინდა - ქვეყანა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან აღიარებულია, როგორც მიტაცებული სახელმწიფო, სადაც ოლიგარქი ივანიშვილი წარმართავს ყველა პროცესს,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მიუნხენის კონფერენციის ანგარიშში ბიძინა ივანიშვილი პრორუს ოლიგარქად არის მოხსენიებული.

ბეჟაშვილის თქმით, საქართველოში პოლიტიკურ პროცესებს ივანიშვილი წარმართავს და ყველა მინისტრი მას ემსახურება.

„მიუნხენის კონფერენცია მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფორუმია, სადაც ცალკეულ ქვეყნებთან მიმართებით საერთაშორისო პოლიტიკის კონტურები ყალიბდება. სამწუხაროა, რომ საქართველო ამ მიმართულებით ცუდად გამოირჩა, რადგან ქვეყანა აღიარებულია საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, როგორც მიტაცებული სახელმწიფო, სადაც ოლიგარქი ივანიშვილი წარმართავს ყველა პროცესს. ამიტომ, ბუნებრივია, „ქართული ოცნების“ დამოკიდებულება კონფერენციაში პრეზიდენტის მონაწილეობაზე სუბიექტურია. „ქართული ოცნება“ ივანიშვილის პარტიაა, პრემიერ-მინისტრი ივანიშვილის ფუნქციას ასრულებს და ყველა მინისტრი მხოლოდ ივანიშვილის სამსახურშია. როცა ასეთი ვითარებაა ქვეყანაში, აქ არც დიდი ინვესტიციები ჩაიდება, არც თავისუფალი ეკონომიკა იქნება, შესაბამისად, არც მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობები გაუმჯობესდება“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა