ლევან ხაბეიშვილი -„ხარება“ არათუ მონაწილეობდა ჩემზე თავდასხმაში, ვიდეოს იღებდა, უნდოდა მეთქვა, რომ ვარ „ჩმორი“ და მაშინ აღარ დამარტყამდნენ
გელა ხასაიასა და მასთან ერთად დაკავებულ ვასილ ქერდიყოშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
ლევან ხაბეიშვილი - მე მთავარი ოპოზიციური პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ვარ და განცხადებას პოლიტიკურ საბჭოსთან შეთანხმებით ვაკეთებდი, რომელიც პოლიტიკური დაპირება იყო - ვახმოვანებდი 120 კაცის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას
ბადრი ჯაფარიძე - სონატა კოლტერთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმ მნიშვნელობაზე, რომელიც აქვს აშშ-ს საქართველოს უსაფრთხოებისთვის და ეკონომიკური განვითარებისთვის
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ – სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციისთვის შექმნილი მდინარაძის ახალი თანამდებობა კანონიერების პრინციპს და კონსტიტუციას ეწინააღმდეგება
ურსულა ფონ დერ ლაიენი - ძალიან კარგი საუბარი მქონდა დონალდ ტრამპთან
მოსკოვზე, იაროსლავსა და როსტოვზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა
ვოლოდიმირ ზელენსკი - უცნაურია ზოგიერთი ქვეყნის ლიდერის სურვილი, მოსკოვს ეწვიოს ამ დღეებში - არ გირჩევთ

ნიკოლ ფაშინიანი - აზერბაიჯანის ქმედებებისთვის მიზეზი შეიძლება იყოს საზღვრის რომელიმე მონაკვეთზე სამხედრო ესკალაციის დასაწყისი, სომხეთის წინააღმდეგ მასშტაბურ ომში გადაზრდის პერსპექტივით

15.02.2024 ნახვები: 382

ჩვენი ანალიზი აჩვენებს, რომ აზერბაიჯანის ქმედებებისთვის შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი მიზეზი და ეს შეიძლება იყოს, მაგალითად, საზღვრის რომელიმე მონაკვეთზე სამხედრო ესკალაციის დასაწყისი, სომხეთის წინააღმდეგ ფართომასშტაბურ ომში გადაზრდის პერსპექტივით, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ეს განზრახვა გამომდინარეობს ოფიციალური ბაქოს ოფიციალური განცხადებებიდან და ქმედებებიდან. სომხეთის მინისტრთა კაბინეტის პოლიტიკა – მოვლენების ასეთი განვითარების აღკვეთა აქტიურ მოლაპარაკებებში ჩართვის გზით, ამავე დროს, საჭიროა სომხეთის ყველა ლეგიტიმური ინტერესის დაცვის პოზიციებზე მტკიცედ დგომა. ეს ლეგიტიმური ინტერესები სომხეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაა“, – განაცხადა ფაშინიანმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, აზერბაიჯანი განაგრძობს მუქარის რიტორიკას სომხეთის არმიის რეფორმისა და შეიარაღების, ტექნიკის შეძენის გამო.

„ძლიერი და ბრძოლისუნარიანი არმია არის ყველა ქვეყნის კანონიერი უფლება. ამას ვერავინ უარყოფს. სომხეთი აღიარებს ყველა მეზობელი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და არ მისდევს რაიმე მიზნებს თავისი ტერიტორიის საზღვრებს გარეთ. ეს არის ჩვენი გრძელვადიანი სტრატეგია, რადგან მიმაჩნია, რომ ლეგიტიმურობა სომხეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. თავდაცვის სფეროში სომხეთი მისდევს მხოლოდ ლეგიტიმურ მიზნებს – თავისი საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის დაცვა. ვერცერთი ქვეყანა ვერასდროს დაადანაშაულებს სხვა ქვეყანას ამ მიზანში“, – თქვა ფაშინიანმა.

სომხეთის პრემიერმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მხარს უჭერს სამშვიდობო დღის წესრიგს და დაადასტურა მზადყოფნა, მიიღოს გადაწყვეტილებები შეთანხმებული პრინციპების ფარგლებში, რაც გულისხმობს სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერას, საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის ჩატარებას.

„ზემოთ ხსენებულთან ერთად, უნდა აღვნიშნო ჩვენი მზადყოფნა, გავხსნათ რეგიონული კომუნიკაციები ქვეყნების სუვერენიტეტის, იურისდიქციის, თანასწორობისა და ურთიერთგების საფუძველზე“, – განაცხადა ფაშინიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა