4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

ანა ბუჩუკური - თუ ასე კარგად აქვთ საქმე, ივანიშვილი რატომ გახდა იძულებული, კომფორტის ზონიდან გამოსულიყო?!

ნახვები: 488 ანა ბუჩუკური - თუ ასე კარგად აქვთ საქმე, ივანიშვილი რატომ გახდა იძულებული, კომფორტის ზონიდან გამოსულიყო?!

თუ ასე კარგად აქვთ საქმე, რა იყო მიზეზი იმის, რომ ივანიშვილი იძულებული გახდა, კომფორტის ზონიდან გამოსულიყო?! - კობახიძე რომ გამოვიდა, რაში გვჭირდება ივანიშვილის ლეგიტიმაცია, 60 პროცენტს ვიღებთო, მეორე დღეს ივანიშვილი რატომ გახდა იძულებული, გამოჩენილიყო?!, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ მათი მიზანია მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღონ.

მისივე თქმით, ისტორიულ მინიმუმზეა როგორც „ქართული ოცნების“, ისე „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი, ხოლო მათ ერთმანეთთან „ფარული კოალიცია“ აქვთ და ერთმანეთს ეხმარებიან.

„ოცნებას“ აქვს ჩატარებული კვლევა, რომელსაც შიგნითაც არ უზიარებენ ბევრს. ამ კვლევამ მათ დაუდასტურა, რომ „ოცნებას“ და „ნაცმოძრაობას“ ისტორიულ მინიმუმზე აქვთ მხარდაჭერა. როგორ ფიქრობთ, „ოცნებას“ რომ ასე კარგად ჰქონოდა საქმე, მათ შორის, კობახიძე რომ გამოვიდა, რაში გვჭირდება ივანიშვილის ლეგიტიმაცია, 60 პროცენტს ვიღებთო, მეორე დღეს ივანიშვილი რატომ გახდა იძულებული გამოჩენილიყო? რა იყო ამის მიზეზი, თუ ასე კარგად აქვთ საქმე? ივანიშვილი იძულებული გახდა კომფორტის ზონიდან გამოსულიყო. ეს ტყუილი და დეზინფორმაცია ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ შეხედეთ თითოეული მათგანის ქცევას, იმ დაპირისპირებას, რაც ერთმანეთში აქვთ, ირაკლები იქნება, კახი თუ სხვა დაჯგუფებები... მგონი, ყველაფერი ზედაპირზეა“, - განაცხადა ბუჩუკურმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა