4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

ირაკლი ღარიბაშვილი - ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს, მე არცერთი უკანონო გადაწყვეტილება არ მიმიღია

ნახვები: 503 ირაკლი ღარიბაშვილი - ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს, მე არცერთი უკანონო გადაწყვეტილება არ მიმიღია

განკარგულებების გამოქვეყნებაზე ასეთი პრაქტიკა დამხვდა მთავრობაში. დიდი დრო არ დამიხარჯავს ამ პრაქტიკის შეცვლაზე - ჩემი პრემიერ -მინისტრობის დროს, მე არცერთი უკანონო გადაწყვეტილება არ მიმიღია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მთავრობის განკარგულებების გამოქვეყნების საერთაშორისოდ დადგენილი წესი და სტანდარტი არ არსებობს.

„ჩემი პრემიერ -მინისტრობის დროს, მე არცერთი უკანონო გადაწყვეტილება არ მიმიღია. ყველა გადაწყვეტილება იყოს კანონის შესაბამისობაში სრულად. არცერთი გადაწყვეტილება არ მიმიღია, რომელიც ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს შეეწინააღმდეგებოდა. ნებისმიერი ინფორმაცია არასდროს მქონდა დამალული, დაფარული. ჩემი პოზიცია იყო შემდეგი, გულწრფელად აგიხსენით - როდესაც მე კითხვით ყველაზე კორუმპირებული, ყველაზე დახურული, ანტიევროპული, ანტიქართული ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები მომმართავდნენ და ამა თუ იმ ინფორმაციას ითხოვდნენ, მქონდა პროტესტი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი პოლიტიკური იყო. ბუნებრივია, ჩვენი რეაგირებაც შესაბამისი იყო. რა თქმა უნდა, ჩვენ პასუხს ვცემდით და კანონის შესაბამისად ვიქცეოდით, მაგრამ ამის ვალდებულება არ არსებობდა. ჩვენ დავიწყეთ მუშაობა. მოგეხსენებათ, რომ არსებობს „ღია მმართველობის საბჭო“ და საქართველო შეუერთდა ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილის პრემიერობის დროს. ჩემი პრემიერის დროს საქართველო ბიუჯეტის გამჭვირვალობის კუთხით მსოფლიოში პირველ ადგილზე იყო. ასევე მთავრობის ეფექტიანობის კუთხით, მთავრობის კეთილსინდისიერების კუთხით, კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, ყველა მიმართულებით ჩემი მთავრობა ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს იყო მოწინავე პოზიციებზე. რაც შეეხება განკარგულებების გამოქვეყნებას, ასეთი პრაქტიკა დამხვდა მთავრობაში. დიდი დრო არ დამიხარჯავს ამ პრაქტიკის შეცვლაზე. არ არის საერთაშორისო დადგენილი წესი და სტანდარტი გინდა თუ არა ყველა განკარგულება უნდა გამოქვეყნდეს. ეს არ არის მანდატორული წესი და პრაქტიკა. ჩვენ დავამუშავეთ ბევრი ქვეყნის მაგალითი. აიღეთ აშშ, ევროპის სახელმწიფოები, გგონიათ, რომ ყველაფერი გამჭვირვალეა?! თქვენ, მედია რატომ არ ითხოვდით ამ თუ იმ განკარგულების ასლს? სამი წელი ვიყავი პრემიერი, მე გაგიზიარებდით“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა