4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

კაია კალასი - ყოველთვის ვამბობდი, რომ რუსეთის ინსტრუმენტები არ შეცვლილა, გავაგრძელებ უკრაინის მხარდაჭერას

ნახვები: 634 კაია კალასი - ყოველთვის ვამბობდი, რომ რუსეთის ინსტრუმენტები არ შეცვლილა, გავაგრძელებ უკრაინის მხარდაჭერას

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი რუსეთის მიერ ძებნილთა სიაში შეყვანის შემდეგ ამბობს, რომ არ გაჩუმდება და გააგრძელებს უკრაინის მტკიცე მხარდაჭერას.

კალასის თქმით, რუსეთის მიერ ძებნილთა სიაში შეყვანაში გასაკვირი და მოულოდნელი არაფერია, არამედ ეს კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ კარგად იქცევა, როცა მხარს უჭერს უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ.

„ყოველთვის ვამბობდი, რომ რუსეთის ინსტრუმენტები არ შეცვლილა. ისტორიის განმავლობაში რუსეთი თავის რეპრესიებს ფარავდა ე.წ. სამართალდამცავი ორგანოებით. ეს ვიცი ჩემი ოჯახის ისტორიიდან, როდესაც ბებია და დედაჩემი ციმბირში გადაასახლეს, სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტმა დაკავების ორდერი გასცა“, – განაცხადა კალასმა.

კალასის თქმით, კრემლში ჰგონიათ, რომ ეს მეთოდები ისევ მუშაობს, მაგრამ ასე არ არის და პირიქითაც კია.

„მე გავაგრძელებ უკრაინის მხარდაჭერას. გავაგრძელებ ევროპის თავდაცვის გაძლიერების ადვოკატირებას“, – განაცხადა კალასმა.

რუსული მედიის ცნობით, რუსეთმა ესტონეთის პრემიერ-მინისტრ კაია კალასზე და სახელმწიფო მდივან ტაიმარ პეტერკოპზე ძებნა გამოაცხადა. ამის მიზეზად კი მოსკოვში საბჭოთა ჯარისკაცების ძეგლების განადგურება სახელდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა