საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
პროკურატურამ „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანებისა და ტერორისტული საქმიანობის დახმარების ბრალდებით ორ პირს ბრალდება წარუდგინა
სურსათის ეროვნული სააგენტო: თბილისის საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლენილა
ბერდია სიჭინავა ჩორჩანას საქმეზე: გახარიას პოზიცია ცალსახაა, საგუშაგოს მშენებლობის შესახებ ყველამ ყველაფერი იცოდა
ზელენსკი კიევზე თავდასხმაზე: დაიღუპა 14 წლის ბიჭი, ეს იყო სასტიკი თავდასხმა, რომელსაც არანაირი სამხედრო ლოგიკა არ გააჩნია
დევდორაკის ხეობაში ღვარცოფის შედეგად წყლის დონემ 4 მეტრს მიაღწია და საავტომობილო გზა დაზიანდა, ამ დროისთვის საფრთხე მინიმალურია
გურიაში განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდებით სამი პირი დააკავეს, საქმეში ე.წ. კანონიერი ქურდიც ფიგურირებს

პაატა მანჯგალაძე - ღარიბაშვილს სამი კვირის წინ ტაშს უკრავდნენ პარლამენტში, დღეს კი ლამის კორუფციის მთავარ მამამთავრად გამოაცხადონ

ნახვები: 666 პაატა მანჯგალაძე - ღარიბაშვილს სამი კვირის წინ ტაშს უკრავდნენ პარლამენტში, დღეს კი ლამის კორუფციის მთავარ მამამთავრად გამოაცხადონ

ღარიბაშვილს სამი კვირის წინ ტაშს უკრავდნენ საქართველოს პარლამენტში, დღეს კი ლამის კორუფციის მთავარ მამამთავრად გამოაცხადონ, მაგრამ ამასაც ვერ ბედავენ იმიტომ, რომ ამ საკითხზე ივანიშვილს მათთვის კურთხევა არ მიუცია, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, კორუფცია ხელისუფლების მაღალჩინოსნების მონაწილეობის გარეშე არ არსებობს.

„როდესაც „ქართული ოცნება“ ამბობს, „კორუფციას ვებრძვით“, ირიბად და პირდაპირ აღიარებს, რომ „დიახ, „ქართულ ოცნებაში“ არსებობენ მინისტრები, პრემიერ-მინისტრები, რომლებიც ინაწილებდნენ ხალხის ქონებას საკუთარი ინტერებისთვის”, - აღნიშნა მანჯგალაძემ.

მან ასევე ევროკავშირის დათქმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სახეზე გვაქვს ჩავარდნისთვის განწირული რეკომენდაციები, რომელთა შესრულებასაც „ქართული ოცნება“ არ აპირებს.

„ქართული ოცნება“ ქმნის იმიტაციას, თითქოს რაღაცას აკეთებს, მაგრამ ჩვენ მათი საჯარო განცხადებებიდან ვიცით, რომ ამას არ აპირებენ. მათთვის მთავარი არ არის სამართლიანი არჩევნები, არც ის, რაც საქართველოს მოქალაქეს აწუხებს, არც ის, რომ მოგვარდეს პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციასთან. მათი ამოცანაა სკამის შენარჩუნება. „ქართულ ოცნებას“ გარდა იმისა, რომ ძარცვოს ხალხი და შეინარჩუნოს სკამი, სხვა ამოცანა არ აქვს, მაშინ როდესაც ჩვენ ყოველ დღე ვთავაზობთ, რომ გავხსნათ დისკუსია იმ პრობლემებზე, რაც ხალხს აწუხებს”, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა