ძლიერი აფეთქება ვაზისუბანში.ამ წუთებში, მაშველებს საცხოვრებელი სახლიდან ადამიანები გამოჰყავთ. კორპუსში ევაკუაცია განხორციელდა. არიან დაშავებულები.
საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის განცხადებით, აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.
რა გახდა აფეთქების მიზეზი, დაზუსტებით ამ დროისთვის უცნობია. თიუმცა თვითმხილველები ბუნებრივი აირით გამოწვეულ აფეთქებაზე საუბრობენ.