პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
პროკურატურამ „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანებისა და ტერორისტული საქმიანობის დახმარების ბრალდებით ორ პირს ბრალდება წარუდგინა
სურსათის ეროვნული სააგენტო: თბილისის საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლენილა
ბერდია სიჭინავა ჩორჩანას საქმეზე: გახარიას პოზიცია ცალსახაა, საგუშაგოს მშენებლობის შესახებ ყველამ ყველაფერი იცოდა
ზელენსკი კიევზე თავდასხმაზე: დაიღუპა 14 წლის ბიჭი, ეს იყო სასტიკი თავდასხმა, რომელსაც არანაირი სამხედრო ლოგიკა არ გააჩნია
დევდორაკის ხეობაში ღვარცოფის შედეგად წყლის დონემ 4 მეტრს მიაღწია და საავტომობილო გზა დაზიანდა, ამ დროისთვის საფრთხე მინიმალურია

ირაკლი კობახიძე საკადრო ცვლილების შესახებ

ნახვები: 658 ირაკლი კობახიძე საკადრო ცვლილების შესახებ

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მთავრობის ხელმძღვანელის რანგში პირველი სხდომას მართავს.

ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე მადლობა გადაუხადა ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს სამი წლის განმავლობაში მთავრობის მეთაურობისთვის.

კობახიძემ რამდენიმე საკადრო ცვლილების შესახებაც ისაუბრა.

„დღეს იმართება მთავრობის პირველი სხდომა ახალი შემადგენლობით. მინდა, ყველას წარმატებები გისურვოთ. წინა წლების განმავლობაში ძალიან ბევრი რამე გაკეთდა თითოეული თქვენგანის მონაწილეობით ჩვენი ქვეყნისთვის, ქვეყნის განვითარებისთვის და მინდა, მადლობა გადაგიხადოთ. ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს სამი წლის განმავლობაში მთავრობის მეთაურობისთვის და ძალიან ბევრი საქმის გაკეთებისთვის ჩვენი ქვეყნისთვის.

რამდენიმე საკადრო გადაწყვეტილება, მინდა, გავაცნო საზოგადოებას. უკვე ცნობილია, რომ პირველი ვიცე-პრემიერის მოვალეობა დაეკისრება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ბატონ ლევან დავითაშვილს. მას წარმატებებს ვუსურვებ. ქალბატონ თეა წულუკიანს, კულტურის მინისტრს დაეკისრება ვიცე-პრემიერის მოვალეობა, ასევე ბატონ ირაკლი ჩიქოვანს დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა. გვაქვს ცვლილება მთავრობის ადმინისტრაციაში. მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების უფროსი გახდება ბატონი მიხეილ ფეიქრიშვილი. თითოეულ თქვენგანს, მინდა, წარმატებები ვუსურვო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა