4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

პრემიერ-მინისტრი სოფელ ნერგეეთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს გაეცნო

ნახვები: 639 პრემიერ-მინისტრი სოფელ ნერგეეთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს გაეცნო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნერგეეთში, დეტალურად გაეცნო­ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს.

პრემიერმა ჟურნალისტებთან ისაუბრა სტიქიის შესახებ და აღნიშნა, რომ სადაც არის განსახლება საჭირო, ხელისუფლება მიიღებს შესაბამის ზომებს და ასევე იქნება კომპენსაციების შემთხვევაშიც.

„ვიყავით სტიქიის, ტრაგედიის ადგილზე, გავეცანით ვითარებას. როგორც იცით, მიმდინარეობს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები. ყველა ზომა იქნება მიღებული, სადაც არის განსახლება საჭირო, ასევე კომპენსაციები, ამასთან დაკავშირებითაც იქნება ზომები მიღებული.

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები დასრულდება დღეს-ხვალ უკვე, საკმაოდ სწრაფი ტემპით მიმდინარეობდა ეს ყველაფერი.

კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ, სოფლის მოსახლეობას მივუსამძიმრეთ, პირადად მივუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახის წევრებს.

ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა. რაც შეეხება პრევენციას, ყველაფერი გაკეთდება სამომავლოდ იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვიზრუნოთ ასეთი შემთხვევების პრევენციაზე. ახლაც იყო ძალიან რთული შემთხვევა, თუმცა, ზოგადად, ყველა ზომა იქნება მიღებული იმისათვის, რომ მოხდეს ნებისმიერი ტიპის ბუნებრივი კატასტროფის პრევენცია, სადაც ეს შესაძლებელია", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებში იმყოფებოდა და დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

ირაკლი კობახიძესთან ერთად ბაღდათის მუნიციპალიტეტში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა