ზელენსკი კიევზე თავდასხმაზე: დაიღუპა 14 წლის ბიჭი, ეს იყო სასტიკი თავდასხმა, რომელსაც არანაირი სამხედრო ლოგიკა არ გააჩნია
დევდორაკის ხეობაში ღვარცოფის შედეგად წყლის დონემ 4 მეტრს მიაღწია და საავტომობილო გზა დაზიანდა, ამ დროისთვის საფრთხე მინიმალურია
გურიაში განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდებით სამი პირი დააკავეს, საქმეში ე.წ. კანონიერი ქურდიც ფიგურირებს
თავდაცვის სამინისტროს თანხების გაფლანგვის საქმეზე მსჯავრდებულებმა ვასილ მხეიძემ და გიორგი ხაინდრავამ საპატიმრო დატოვეს
War update: 236 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottest
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,590 over past day
ADF down 267 out of 295 drones used by Russia to attack Ukraine overnight
SSU exposes FSB agent planning strike on Ukrainian drone repair unit

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ინციდენტთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების თაობაზე რეკომენდაციები გამოაქვეყნა

ნახვები: 677 პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ინციდენტთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების თაობაზე რეკომენდაციები გამოაქვეყნა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ინციდენტთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების თაობაზე რეკომენდაციები გამოაქვეყნა. ამის შესახებ ინფორმაციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონის იმპლიმენტაციის პროცესში სამსახური ამუშავებს რეკომენდაციებს ე.წ გაიდლაინებს საკანონდებლო სიახლეებთან დაკავშირებით.

რეკომენდაციები მიზნად ისახავს, მათ შორის, კონკრეტულ პრაქტიკულ მაგალითებზე მითითებით, გაანალიზოს საკანონდებლო დანაწესი, რათა შესაბამისმა პასუხისმგებელმა სუბიექტებმა სრულყოფილად აღიქვან მათთვის დაკისრებული ვალდებულებების არსი და ფარგლები.

„აღნიშნული რეკომენდაციები ემსახურება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმათა განმარტებას, საუკეთესო პრაქტიკის დამკვიდრების ხელშეწყობას, ის არ წარმოადგენს სამართლებრივ აქტს, არის სარეკომენდაციო ხასიათის და არ წარმოშობს დამატებით უფლებებსა და ვალდებულებებს.

გიზიარებთ რეკომენდაციას, რომელიც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებებისთვის მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველ ინციდენტთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების თაობაზე შეიმუშავა.

ინციდენტების შესახებ ინფორმაციის სისტემატიზების და მათ შესახებ ინფორმირების ამგვარი მექანიზმი მონაცემთა დაცვის ქართულ კანონმდებლობაში სიახლეს წარმოადგენს და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს პერსონალური მონაცემების უკანონო დამუშავების შედეგად მონაცემთა სუბიექტების უფლებებისადმი მოსალოდნელი უარყოფითი შედეგების თავიდან არიდებას.

გაიდლაინი ღიაა რეკომენდაციებისა და მოსაზრებებისთვის და იგი განახლდება პერიოდულად.

გთხოვთ, გამოგზავნეთ წინადადებები და კომენტარები შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: office@pdps.ge. „ - ნათქვამია ინფორმაციაში.

რეკომენდაცია სრულად იხილეთ:

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა