4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

ხატია დეკანოიძე - კობახიძემ საკუთარ გამოსვლაში 10-ჯერ მაინც ახსენა ივანიშვილი - თუ ივანიშვილია ყველაფრის გარანტია, რა საჭიროა ირაკლი კობახიძე?!

ნახვები: 593 ხატია დეკანოიძე - კობახიძემ საკუთარ გამოსვლაში 10-ჯერ მაინც ახსენა ივანიშვილი - თუ ივანიშვილია ყველაფრის გარანტია, რა საჭიროა ირაკლი კობახიძე?!

კობახიძემ საკუთარ გამოსვლაში 10-ჯერ მაინც ახსენა ივანიშვილი - თუ ივანიშვილია ყველაფრის გარანტია, რა საჭიროა ირაკლი კობახიძე?! - ამის შესახებ “ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, არაფერი გვარების შეცვლით არ იცვლება, რადგან მაინც ერთი ადამიანი წყვეტს ყველაფერს.

„გუშინ თავად კობახიძის გამოსვლამ დაადასტურა ეს, როცა მან ალბათ, 10 ჯერ მაინც ახსენა ივანიშვილი - თუ ივანიშვილია ყველაფრის გარანტია, მშვიდობის, ეკონომიკის და ა.შ. რა საჭიროა ირაკლი კობახიძე, წულუკიანი და ა.შ. რაც შეეხება ხალხის ინტერესს, იქნება თუ არა ასახული, ერთ ტესტს მივცემდი კობახიძეს, ეს იქნებოდა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კონტექსტში გამოძიების დაწყება ღარიბაშვილთან დაკავშირებით ჩარტერის საქმეზე, როცა მან საკუთარი ხარჯებით, რომელიც დეკლარირებული არაა, დაიქირავა ჩარტერი და შემდეგ ეს პენსიონერი მამის ფინანსური კაპიტალით აუხსნა საზოგადოებას”, - განაცხადა დეკანოიძემ.

რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ, პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი კობახიძის დანიშვნის ხელმოწერას, დეკანოიძე აცხადებს, რომ ზურაბიშვილის ეს გადაწყვეტილება ბუნებრივია.

„მე ერთი წუთითაც არ დამიშვია, რომ ხელს არ მოაწერდა პრეზიდენტი. ეს რა თქმა უნდა, ასეც უნდა ყოფილიყო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან მძიმე მმართველობითი ფორმა, სალომე ზურაბიშვილის და კობახიძის ამ დაპირისპირებაში, იმპიჩმენტის პერიოდში, ვფიქრობ, ზურაბიშვილი გაცილებით კარგად წარმოჩნდა”,- განაცხადა დეკანოიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა