პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
პროკურატურამ „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანებისა და ტერორისტული საქმიანობის დახმარების ბრალდებით ორ პირს ბრალდება წარუდგინა
სურსათის ეროვნული სააგენტო: თბილისის საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლენილა
ბერდია სიჭინავა ჩორჩანას საქმეზე: გახარიას პოზიცია ცალსახაა, საგუშაგოს მშენებლობის შესახებ ყველამ ყველაფერი იცოდა
ზელენსკი კიევზე თავდასხმაზე: დაიღუპა 14 წლის ბიჭი, ეს იყო სასტიკი თავდასხმა, რომელსაც არანაირი სამხედრო ლოგიკა არ გააჩნია
დევდორაკის ხეობაში ღვარცოფის შედეგად წყლის დონემ 4 მეტრს მიაღწია და საავტომობილო გზა დაზიანდა, ამ დროისთვის საფრთხე მინიმალურია

ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილის რჩევები ძალიან მნიშვნელოვანია - პოლიტიკაში ის არის ნამდვილი გროსმაისტერი

ნახვები: 663 ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილის რჩევები ძალიან მნიშვნელოვანია - პოლიტიკაში ის არის ნამდვილი გროსმაისტერი

არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილი არის ნამდვილი გროსმაისტერი. მას შეუძლია, წინასწარ გათვალოს 10, 15, 20 სვლა, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, თუ როგორი იქნება „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან მისი ურთიერთობა და მიიღებს თუ არა მისგან რჩევებს.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გუნდისთვის ბიძინა ივანიშვილის რჩევები უკიდურესად მნიშვნელოვანია.

„სტატუსის მიხედვითაც თქვენ იცით, როგორია ჩვენი საწესდებო ჩანაწერი.

ბიძინა ივანიშვილი არის არა მხოლოდ ჩემი, როგორც პარტიის ერთ-ერთი წარმომადგენლის, არამედ პარტიის მთავარი პოლიტიკური მრჩეველი. მისი რჩევები თითოეული ჩვენგანისთვის, პირადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ პოლიტიკაში ის არის ნამდვილი გროსმაისტერი. მას შეუძლია, წინასწარ გათვალოს 10, 15, 20 - სვლა, ასეთია მისი შესაძლებლობები პოლიტიკაში, არა მარტო პოლიტიკაში, მაგრამ კონკრეტულად პოლიტიკაზე ვსაუბრობ, შესაბამისად, მისი რჩევები ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა