თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

დავით უსუფაშვილი „ქართულ ოცნებას“ – ქვეყანაში ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი არსებობს და ის ერთი კონკრეტული მოქალაქეა

ნახვები: 626 დავით უსუფაშვილი „ქართულ ოცნებას“ – ქვეყანაში ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი არსებობს და ის ერთი კონკრეტული მოქალაქეა

ევროპისკენ არ მივდივართ, სხვაგან მივდივართ, - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა, დავით უსუფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხომაზე განაცხადა, სადაც მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობენ.

უსუფაშვილის თქმით, ქვეყანაში ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი არსებობს და ეს ერთი კონკრეტული მოქალაქეა.

„ოპოზიციის სისუსტის გამო, კორუფციაში ჩაფლული მმართველი გუნდისაგან ქვეყნის გადასარჩენად მესამედ შემობრუნდა მმართველი და მას ვეცით თაყვანი, ამ ნაბიჯისთვის, ეს არის მესიანიზმის შედეგი. ქვეყანაში ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი არსებობს, ყველა დანარჩენი მასზეა დამოკიდებული, მაგრამ ეს ერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი ერთი კონკრეტული მოქალაქეა, ეს არ არის ევროპა, მეგობრებო. ამით ევროპისკენ არ მივდივართ, სხვაგან მივდივარ.

თუ სააკაშვილი 12-ჯერ არასწორად გაფრინდა ბიუჯეტის ხარჯებით და ღარიბაშვილი 2-ჯერ ეს არ ნიშნავს , რომ „ქართული ოცნება“ 6-ჯერ უკეთესია „ნაციონალურ მოძრაობაზე“ . აქ პრობლემა იმაში კი არ არის, ვინ რა დაარღვია, პრობლემა იმაშია, რომ ორივე შემთხვევაში მთელი სახელმწიფო სისტემა მობილიზებული იყო ამ დარღვევების ჩაფარცხვისთვის და მიჩქმალვისთვის, ეს არის ქვეყნისთვის სავალალო, ამიტომ უნდა შეიცვალოს ასეთი სისტემები“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

როგორც მან განაცხადა, 9 წელთან ერთად განვლილი 12 წელიც დავკარგეთ - „ბოლო 9 თვესაც გაგიძლებთ როგორმე, მერე დაიწყება აღმშენებლობა“.

„ძალიან ბევრ გულანთებულ ახალგაზრდას ვიცნობდი ერთი ხელისუფლებიდანაც და მეორიდანაც - გამინისტრებამდე და გაპარლამენტის წევრობამდე. გამორჩეულებს, შრომისმოყვარეობით, იდეებით, სამოქალაქო პოზიციებით, პროფესიონალიზმით და ყველაფრით... მერე რა ხდება ხოლმე, რა გვემართება? სად მიდის ის კეთილშობილება და საიდან მოდის ის საოცარი ცინიზმი და ხელისუფლით თრობა? საქმე იმაშია, რომ ერის ეს გამორჩეული რესურსი, ისევ როგორც ასობით სხვა ადამიანი აღმოჩნდა მსხვერპლი საძალაუფლებო ფუნდამენტალიზმისა , იმ სისტემისას, რომელიც მათ ვრთავთ ხოლმე.

ამიტომ არის , რომ ვერ გამოვედით ამ მოჯადოებული წრიდან და გულანთებული ადამიანების ახალ-ახალი თაობა ეწირება ამ სისტემას და ერი კატასტროფის წინაშეა. იმისათვის, რომ ჩვენი ახალგაზრდების, დიახ , „რუსული კანონის“ დამარცხებლები ახალგაზრდების თვალებში არ ჩაქრეს სათნოების, კეთილშობილების, სათნოების, იმედის სხივები , ძირფესვიანად უნდა გარდავქმნათ ჩვენი ქვეყანა. „ოცნების“ დამარცხება არ არის საკმარისი, ისევე როგორც არ აღმოჩნდა „ნაცების" დამარცხება საკმარისი. ჩვენ უნდა დავამკვიდროთ თანამედროვე, ევროპული და არა სხვა გვარი სახელმწიფოებრიობა.

ამ გზაზე, სამწუხაროდ, წინა 9 წელთან ერთად განვლილი 12 წელიც დავკარგეთ, ბოლო 9 თვესაც გაგიძლებთ როგორმე, მერე დაიწყება აღმშენებლობა“,- განაცხადა უსუფაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა