4 ოქტომბრის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ზოდელავა და ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ
Zelensky: Ukraine receives average of just 12 Patriot missiles per month this year
War update: Over 190 clashes on front lines in past day, most Russian attacks on Pokrovsk axis
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,510 over past day
Norway extradites banker suspected of stealing over UAH 1M from customers' accounts to Ukraine
Kyiv to allocate UAH 1 bn for water crossings over the Dnipro, Klitschko says
PM Koretskyi orders faster repairs to Kyiv’s Southern Bridge
President Zelensky accepts letters of credence from ambassadors of five countries

ბადრი ჯაფარიძე - პრეზიდენტის ინიციატივა უპირისპირდება „ქართული ოცნების“ მცდელობას, გახლიჩოს საზოგადოება, დააპირისპიროს ადამიანები

ნახვები: 508 ბადრი ჯაფარიძე - პრეზიდენტის ინიციატივა უპირისპირდება „ქართული ოცნების“ მცდელობას, გახლიჩოს საზოგადოება, დააპირისპიროს ადამიანები

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ევროკავშირის ცხრავე რეკომენდაციაზე „ლელოს“ თავისი ხედვა აქვს და მზად არიან აღნიშნული ხედვა გაუზიარონ პრეზიდენტის მიერ შექმნილ ფორმატში ჩართულ პარტნიორებსა და პოლიტიკოსებს. აღნიშნულის შესახებ ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადა, სადაც „ლელოს“ ლიდერები პრეზიდენტის ინიციატივაზე - შეიქმნას “ერთობის პლატფორმა ევროპისთვის” სალომე ზურაბიშვილს შეხვდნენ.

„პრეზიდენტთან შეხვედრა იყო მის ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც მან პარლამენტში გააჟღერა. ეს ინიციატივა ემსახურება იმას, რომ მოხდეს გაერთიანება პროევროპული ე.ი.პროქართული ძალების ქვეყნის ძირითადი მიზნის ირგვლივ. ეს მდგომარეობს იმაში, რომ ქვეყანამ, რაც შეიძლება სწრაფად მიაღწიოს იმას, რომ სწრაფად დაიწყოს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკება ევროკავშირთან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, სწორედ ის ინიციატივაა, რომელიც უპირისპირდება „ქართული ოცნების“ მცდელობას, გახლიჩოს საზოგადოება, დააპირისპიროს ადამიანები ერთმანეთთან. ჩვენ ამას გაერთიანებისკენ ნაბიჯები უნდა დავუპირისპიროთ.

ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რომ სწორედ ამ მნიშვნელოვანი ინიციატივის ირგვლივ პოლიტიკურმა პარტიებმა მაქსიმალური წვლილის შეტანა შევძლოთ იმაში, რომ ქვეყანა იყოს მზად, ევროკავშირის მიერ გაცემული ყველა რეკომენდაცია განახორციელოს იმისთვის, რომ მოლაპარაკებები დავიწყოთ გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ამასთან მიმართებაში უნდა ითქვას, რომ „ლელოს“ მზად აქვს ცხრავე რეკომენდაციაზე მისი ხედვა, რომელსაც სიამოვნებით გავუზიარებთ პრეზიდენტის მიერ შექმნილ ფორმატში მომუშავე პარტნიორებს, კოლეგებს, პოლიტიკოსებს“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ქვეყანას სჭირდება ერთობა, რეალური მიზანი და ამ ერთი მიზნის ირგვლივ ცოცხალი ძალების შეკრება. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, მზად არის ამ პლატფორმის ჩამოყალიბებაში პასუხისმგებლობა აიღოს და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დააარსოს საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც ევროპულ პრიორიტეტებზე ყველა კონკრეტულ შეთავაზებას მოუყრის თავს და დიალოგით და კონსენსუსის წესით ხელს შეუწყობს ერთობლივი დოკუმენტის ჩამოყალიბებას. „ამ ტრიბუნიდან გთავაზობთ არსებული ჩიხიდან გამოსვლის ფორმულას და გზას, რათა არ გავუშვათ ხელიდან ეს უნიკალური შანსი - გთავაზობთ, შევქმნათ მომავლის ქარტია - „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“,-განაცხადა ზურაბიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა