თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

უამინდობის გამო 7 თებერვლის რეისები უქმდება - საქართველოს რკინიგზა

ნახვები: 628 უამინდობის გამო 7 თებერვლის რეისები უქმდება - საქართველოს რკინიგზა

საქართველოს რკინიგზის“ ცნობით, უხვი ნალექის გამო, დასავლეთ საქართველოში, მოლითში მეწყერი ჩამოწვა და რეისზე არსებული მატარებლები ვეღარ გააგრძელებენ მოძრაობას.

როგორც „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კონკრეტულად, ზუგდიდი-თბილისის (869), ბათუმი-თბილისის (801) და თბილისი-ფოთის (874) რეისებზე მოძრავი შემადგენლობები საწყის სადგურებში დაბრუნდებიან.

„აღნიშნული რეისების შესრულება დამოკიდებულია ამინდზე, მატარებელთა მოძრაობა განახლდება ლიანდაგის სრულად გაწმენდისთანავე“,-აღნიშნავენ „საქართველოს რკინიგზაში“.

მათივე ცნობით, დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო, ხვალ, 7 თებერვალს, შემდეგი რეისები უქმდება:

თბილისი-ბათუმი (802),

თბილისი-ზუგდიდი (870),

თბილისი-ოზურგეთი-ქუთაისი (12/18),

ბათუმი-თბილისი (803),

ოზურგეთი-ქუთაისი-თბილისი (11/17),

ფოთი-თბილისი (873),

ხაშური-ზესტაფონი (6446)

ზესტაფონი-ხაშური (6417).

„საქართველოს რკინიგზის“ განმარტებით, გაუქმებული რეისების ბილეთების საფასური მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა