ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region
Ukraine seeks to expand participation in special tribunal on Russian aggression, Karasevych says
Military personnel can order NRK amphibious vehicles through Brave1 Market
Two State Emergency Service bomb disposal experts killed during demining operation in Sumy region
Russia holds captive journalists in inhumane conditions, subjects them to torture – Lubinets
Ukraine seeks European partners’ help with buses and generators, Bezgin says

ანა ბუჩუკური - პრეზიდენტის მიერ მოულოდნელად გაჟღერებულ მრავალპარტიული პლატფორმის ფორმატში მონაწილეობას არ მივიღებთ

ნახვები: 499 ანა ბუჩუკური - პრეზიდენტის მიერ მოულოდნელად გაჟღერებულ მრავალპარტიული პლატფორმის ფორმატში მონაწილეობას არ მივიღებთ

პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატის, ანა ბუჩუკურის განცხადებით, მათთვის მიუღებელია დღეს პრეზიდენტის მიერ პარლამენტში მოულოდნელად გაჟღერებული მრავალპარტიული პლატფორმის შექმნის შესახებ ინიციატივა, სადაც მონაწილეობას ასევე იღებენ ის პარტიები და პოლიტიკოსები, რომლებიც საქართველოს ევროპული მომავლის და ქვეყანაში თავისუფალი არჩევნების წინაპირობად მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას აყენებდნენ და დღესაც აყენებენ.

როგორც ანა ბუჩუკური „ფეისბუქზე“ წერს, პარტია „საქართველოსთვის“ ამ ფორმატში მონაწილეობას არ მიიღებს, თუმცა, გააგრძელებს სალომე ზურაბიშვილთან კომუნიკაციასა და თანამშრომლობას.

„ქალბატონი პრეზიდენტის დღევანდელი გამოსვლა პარლამენტში იყო ძალიან კარგი, სწორი გზავნილებით და სწორი აქცენტებით. ფაქტობრივად დაემთხვა ჩვენი გუნდის ლიდერისა და გუნდის პოზიციებს.

ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ პრეზიდენტის ინსტიტუტის მხარდაჭერას, ქალბატონ სალომესთან კომუნიკაციასა და თანამშრომლობას. მით უფრო, თავიდანვე ვამბობდით, რომ პრეზიდენტის როლი არჩევნების დაცვაში მნიშვნელოვანია.

თუმცა, მის მიერ დღეს პარლამენტში მოულოდნელად გაჟღერებული მრავალპარტიული პლატფორმა, სადაც მონაწილეობას ასევე იღებენ ის პარტიები და პოლიტიკოსები, რომლებიც საქართველოს ევროპული მომავლის და ქვეყანაში თავისუფალი არჩევნების წინაპირობად მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას აყენებდნენ და დღესაც აყენებენ, ჩვენთვის მიუღებელია. შესაბამისად, ამ ფორმატში მონაწილეობას არ მივიღებთ.

რა თქმა უნდა, ეს ჩვენს დამოკიდებულებას ქალბატონი პრეზიდენტის მიმართ არ შეცვლის.

მე ხშირად მითქვამს და ახლაც გავიმეორებ - დიახ, მე მივეცი ხმა სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობას და ეს არასოდეს მინანია. ასევე, ვამაყობ, რომ ვარ იმ გუნდის წევრი, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა ქალბატონი სალომეს იმპიჩმენტის პროცესის ჩაშლაში“, - წერს ანა ბუჩუკური სოციალურ ქსელში.

პრეზიდენტის მიერ დღეს პარლამენტში მოულოდნელად გაჟღერებული მრავალპარტიული პლატფორმა, სადაც მონაწილეობას ასევე იღებენ ის პარტიები და პოლიტიკოსები, რომლებიც საქართველოს ევროპული მომავლის და ქვეყანაში თავისუფალი არჩევნების წინაპირობად მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას აყენებენ, ჩვენთვის მიუღებელია. შესაბამისად, ამ ფორმატში მონაწილეობას არ მივიღებთ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა