ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region
Ukraine seeks to expand participation in special tribunal on Russian aggression, Karasevych says
Military personnel can order NRK amphibious vehicles through Brave1 Market
Two State Emergency Service bomb disposal experts killed during demining operation in Sumy region
Russia holds captive journalists in inhumane conditions, subjects them to torture – Lubinets
Ukraine seeks European partners’ help with buses and generators, Bezgin says

მამუკა მდინარაძე - ქალბატონო სალომე, პატივს ვცემ ასაკს, ქალს - ყველაფერს, ჩემი ასაკიდან და ბევრი რამიდან გამომდინარე, მაგრამ თუ შეიძლება მომისმინოთ

ნახვები: 495 მამუკა მდინარაძე - ქალბატონო სალომე, პატივს ვცემ ასაკს, ქალს - ყველაფერს, ჩემი ასაკიდან და ბევრი რამიდან გამომდინარე, მაგრამ თუ შეიძლება მომისმინოთ

ქალბატონო სალომე, ბოდიშს გიხდით, პატივს ვცემ ასაკს, ქალს - ყველაფერს, ჩემი ასაკიდან და ბევრი რამიდან გამომდინარე, მაგრამ თუ შეიძლება მომისმინოთ - ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან, ახლა მაინც, დასკვნით სიტყვაში რომ გამოხვალთ, თქვით რაც არ გაგიკეთებიათ, საქართველო იმსახურებდა თუ არა კანდიდატის სტატუსს, - ასე მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, პრეზიდენტის მიერ პარლამენტში წარდგენილ ანგარიშს ობიექტურობის ნიშან-წყალი არ ეტყობოდა.

„ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, ადამიანი, რომელიც რამდენიმე წლის წინ, ყველა რეგიონში დავდიოდი სხვა ადამიანებთან ერთად და პირდაპირ, ამ სიტყვის მნიშვნელობით, ვიხვეწებოდი საქართველოს პრეზიდენტად ემიგრაციის ამ სიმბოლოს წარმომადგენელი, პირველი ქალი პრეზიდენტი გვყოლოდა, რომ იმ გამოსვლას მოვისმენდი, რომელსაც ყველა ობიექტური დამკვირვებლის მიერ ერთი რადიკალური ოპოზიციონერის გამოსვლა დაერქმეოდა. ადამიანი, რომელიც დღეს, ფორმალურად კვლავ იკავებს პრეზიდენტის თანამდებობას, მას შემდეგ იქნა არჩეული, რაც ძალიან გაგვიჭირდა, არცერთ არჩევნებზე რომ არ გაგვჭირვებია ისე, არავის ვაყვედრით არაფერს, მაგრამ ეს ფაქტია და უნდა მოვყვეთ, ვიდრე ბიძინა ივანიშვილიდან დაწყებული ჩვენი პარტიული ლიდერების ბილბორდები არ გამოვკიდეთ, მანამდე ამ საქმეს არაფერი ეშველა. ამის შემდეგ ნელ-ნელა გაოპოზიციონერდა მისი მესიჯბოქსი, 26 მაისს, რუსულ მესიჯბოქსში ჩამჯდარი სიტყვაც ვიხილეთ და დღეს ვნახეთ გამოსვლა, რომელსაც ობიექტურობის ნიშან-წყალი რატომ არ ეტყობოდა, ერთ მთავარ არგუმენტს გეტყვით. არაფერი კარგი არ ხდება ამ ქვეყანაში? ერთი სიტყვა ხომ შეიძლებოდა ქალბატონ სალომეს ეთქვა, აი, ეს ერთი კარგი ამბავი ხდებაო, როცა მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი, მსოფლიოში აღიარებული ავტორიტეტული ორგანიზაციები გვეუბნებიან, რომ ეკონომიკის, სიღარიბის დაძლევის, კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით უდიდესი პროგრესი გვაქვს და წინ მივდივართ.

ქალბატონო სალომე, როცა თქვენ აჰყევით საუკუნის აფიორას - ე.წ. რუსულ კანონთან დაკავშირებით, თქვენ, თქვენს შვილებს, ჩვენს შვილებს, ჩემს შვილებს, რას ეუბნებით, რომ მისი მამა, მისი დედა ჩართული იყო რუსული საქმის კეთებაში და ატყუებთ, ეს საუკუნის აფიორაა. თქვენ გაქვთ მცდელობა, ქართველი ხალხის არჩევანს რუსული დაარქვათ, ეს არის ყველაზე ცუდი, ყველაზე ამორალური, რაც შეიძლება ადამიანმა და ადამიანთა ჯგუფმა იკადროს... თქვენი დღევანდელი გამოსვლა იცით რა იყო? 2 წლის განმავლობაში, რაც კი ტყუილი თქვა „ნაცმოძრაობამ“ და მისმა „კლასტერმა“, ერთად შეკრიბეთ და ყველაფერი მოკლედ ილაპარაკეთ დღეს, მეტი არაფერი იყო. ვინმემ, ამ დარბაზში მსხდომიდან, ერთი განსხვავება იპოვა ყველაზე რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლის გამოსვლასა და სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას შორის, ვერ იპოვით. იცით რატომ? სამწუხაროდ, ქალბატონმა სალომემ დიდი ხანია, მათ რიგებში გადაინაცვლა.

ქალბატონო სალომე, ბოდიშს გიხდით, პატივს ვცემ ასაკს, ქალს - ყველაფერს, ჩემი ასაკიდან და ბევრი რამიდან გამომდინარე, მაგრამ თუ შეიძლება მომისმინოთ - ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან, ახლა მაინც, დასკვნით სიტყვაში რომ გამოხვალთ, თქვათ, რაც არ გაგიკეთებიათ, საქართველო იმსახურებდა თუ არა კანდიდატის სტატუსს და საქართველომ ეს სტატუსი მიიღო დამსახურებულად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი ევროპელი მეგობრები და კოლეგები ასე სტატუსს არ არიგებენ, ჩვენ მათი ძალიან კრიტიკული დამოკიდებულებაც ვნახეთ, ვნახეთ დისკუსიაც, კამათიც და ჩვენ ჩვენი მყარი არგუმენტებით გავიმარჯვეთ და კანდიდატის სტატუსი მივიღეთ“, - განაცხადა მდინარაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა