სასამართლოში მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ნოღაიდელი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
ილჰამ ალიევი - თქვენ შექმენით კეთილგანწყობილი საინვესტიციო გარემო
ირაკლი კობახიძე - ილჰამ ალიევთან შეხვედრის ფარგლებში განვიხილეთ საკითხები, რომლებიც უკავშირდება როგორც ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე სამხრეთ კავკასიის რეგიონის მომავალს
მიხეილ სააკაშვილი - ხუთჯერ ავაცილე საქართველოს დიდი უბედურება, 2012-ში ვეღარ შევძელი გადარჩენა
„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ დაზვერვის უფროსი მაჯიდ ხადემი მოკლულია
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულები თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო
მიხეილ ყაველაშვილმა ილჰამ ალიევთან პირისპირ შეხვედრა გამართა
Russians hit energy infrastructure in Kyiv region, Slavutych left without power

სალომე ზურაბიშვილი - ევროპული სახელმწიფო არ შეიძლება, სხვა რამეს ეფუძნებოდეს, თუ არა დემოკრატიულ პრინციპებს

06.02.2024 ნახვები: 552

ევროპა ნიშნავს კეთილდღეობას, დღეს ევროპა მსოფლიოში ყველაზე მდიდარი რეგიონია, თუმცა სიმდიდრე თავისთავად არაფერია, თუ ის არ გულისხმობს საყოველთაო კეთილდღეობას, რაც ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უფლებების დაცვასა და განხორციელებაზეა დაფუძნებული, სწორედ ამას გვპირდება ევროპა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, კეთილდღეობა ყველას ეხება და არაა მონოპოლია პრივილეგირებული უმცირესობისათვის.

„ევროპული სახელმწიფო არ შეიძლება, სხვა რამეს ეფუძნებოდეს, თუ არა დემოკრატიულ პრინციპებს, რომლის მიხედვითაც, მოქალაქეებს მთელი რიგი დაცული უფლებები აქვთ. მოქალაქეებს აქვთ უფლება, დაცული იყოს მათი შრომის უსაფრთხოება, რათა შემცირდეს ტრაგიკული შემთხვევები. მოქალაქეებს აქვთ უფლება, საკუთარ ქვეყანაში ჰქონდეთ შესაძლებლობა მიიღონ სათანადო ჯანდაცვის სერვისი, რათა სხვა ქვეყანაში გამგზავრება, თუ ჩაბარება აუცილებელი გამოსავალი არ იყოს. მოქალაქეებს აქვთ უფლება, იცხოვრონ უსაფრთხო გარემოში: სურსათის უვნებლობა, ქაოსური მშენებლობები, ეკოლოგიურად დაბინძურებული გარემო, ხმაური, გაუკონტროლებელი, მიუსაფარი ცხოველები და კიდევ სხვა, მრავალი საკითხი, რომელიც ევროპული კანონმდებლობით მკაცრად რეგულირდება და დაცულია სამართლიანი სასამართლოთი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, 2023 წელს საქართველომ ევროპულ ოჯახში საკუთარი, სამომავლო ადგილი დაიმკვიდრა.

„მოქალაქეებს აქვთ უფლება, დაცულები იყვნენ ყველანაირი ძალადობისგან და დისკრიმინაციისგან, სექსუალური შევიწროებისგან, ღირსების შემლახავი ქმედებებისგან. კეთილდღეობა ასევე ნიშნავს პრევენციას, რათა მაგალითად, თუ შოვის ბუნებრივი კატასტროფის მსგავსი განმეორდა, ტრაგედია არ განმეორდეს და მის წინაშე სახელმწიფო უსუსური და ცალკეული ადამიანების გმირობის იმედად არ აღმოჩნდეს. სწორედ ამიტომ იქცა ესოდენ მნიშვნელოვან მოვლენად 15 დეკემბრის გადაწყვეტილება. 2023 წელს საქართველომ ევროპულ ოჯახში საკუთარი, სამომავლო ადგილი დაიმკვიდრა. ეს ის დღეა, როცა ევროპამ გვითხრა: თქვენ ევროპელები ხართ და ევროპაში გაწევრიანება სხვა არაფერზეა დამოკიდებული, თუ არა თქვენზე, თქვენს ნებაზე და მხოლოდ თქვენ მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე. ახლა ჩვენი ჯერია“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

დროა, წარსული წარსულად ვაქციოთ და ახალ საქართველოს გავუხსნათ გზა. ეს არის ჩვენი ევროპული გზა, მაშასადამე, ეროვნული გზა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, „ძალაუფლების მოდელი ევროპული მმართველობის მოდელით უნდა შეიცვალოს“.

„2024 წლის ამოცანა ნათელია. ჩვენი მომავალი ჩვენს ხელშია, რაც ჩვენგან უდიდეს პასუხისმგებლობას მოითხოვს. მართლაც უნიკალური შანსი გვეძლევა, არა მხოლოდ ფორმალურად შევუერთდეთ ევროპულ სივრცეს, არამედ ჩვენში დავამკვიდროთ ევროპელობა, პოსტსაბჭოთა ქვეყანა გარდავქმნათ ცოცხალ, წარმატებულ, ძლიერ, ევროპულ და დემოკრატიულ სახელმწიფოდ. მხოლოდ ასეთი გარდაქმნა შეძლებს ქვეყანაში ახალგაზრდების გაჩერებას, დიასპორის დაბრუნებას და ახალი ენერგიის გაჩენას. ანუ ჩვენ, ჩვენივე ძალებით – და არა სხვაზე დამოკიდებულებით – შევქმნით ჩვენსავე დოვლათს. დღეს დროა, წარსული წარსულად ვაქციოთ და ახალ საქართველოს გავუხსნათ გზა. ეს არის ჩვენი ევროპული გზა, მაშასადამე, ეროვნული გზა. ევროპა რასაც გვეუბნება და რა რეკომენდაციებსაც გვაძლევს, არაფრით განსხვავდება იმისგან, რაც ქვეყნის გაძლიერებისათვის და იმისათვის გვჭირდება, რასაც საზოგადოება უკვე წლებია, ელოდება და ითხოვს: სამართლიანობა, თანასწორობა, დაცულობა.

ამის მისაღწევად, ერთხელ და სამუდამოდ, უნდა დავემშვიდობოთ მანკიერი საბჭოთა წარსულის ყველაზე მახინჯ წარმონაქმნებს. ეს ნიშნავს ძალაუფლების მოდელის გარდაქმნას და ევროპული მმართველობის მოდელზე გადასვლას, რაც გულისხმობს: თავისუფალ კონკურენციას, აზრთა მრავალფეროვნებას, კომპრომისებსა და ძალაუფლების გადანაწილებას, ხშირად კოალიციურ მთავრობას და ყოველ შემთხვევაში, პოლიტიკურ ძალებს შორის, სულ მცირე, დიალოგს, ქვეყნის ინტერესების ირგვლივ საერთო ენის გამონახვას; ეს ნიშნავს კორუფციასთან ბრძოლას, რათა წარმოიშვას ახალი ევროპული სტილის საბაზრო და სოციალური ეკონომიკა. სადაც დოვლათი ყველაზე უნდა ნაწილდებოდეს, სადაც გამოცხადებული ბიუჯეტის ზრდა უნდა ისახებოდეს მოსახლეობის უმრავლესობის კეთილდღეობაზე, სადაც ადამიანი საკუთარ კერძო ინიციატივების დაუბრკოლებლად უნდა ახორციელებდეს, სადაც ტენდერები თავისუფალად და გამჭვირვალედ უნდა ტარდებოდეს. წარმატების მიღწევა შესაძლებელი უნდა გახდეს ცოდნით, ნიჭით, საქმით და არა ძალაუფლების წრეში ვიღაცის ნაცნობობით, მფარველობით; ევროპული მოდელი მოითხოვს სამართლიან სასამართლოს. ეკონომიკის გათავისუფლება, ადამიანის უფლებების დაცულობა, თუ პოლიტიკური ძალებისთვის თანასწორი პირობების შექმნა – ყველაფერი სამართლიან, ანუ მიუკერძოებელ სასამართლოზე გადის. სასამართლოზე, რომელიც იცავს კანონის უზენაესობას და ახორციელებს მას, სასამართლოზე, რომელიც იცავს სუსტს ძლიერისგან, დაუცველს პრივილეგირებულისაგან, მართალს ძალადობრივი წნეხისგან“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა