ანა წითლიძე: სააკაშვილის პატიმრობა ერთი პარტიის ამბავი არ არის, ეს ქვეყნის ეროვნული სირცხვილია
ზელენსკი: უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში რუსულ გემსა და რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტს დაარტყეს
ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
დიდი ბრიტანეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ სამ პირს სანქციებს უწესებს

ვოლოდიმირ ზელენსკი - ვალერი ზალუჟნის ჩანაცვლებაზე ვფიქრობ, საჭიროა გადატვირთვა, ახალი დასაწყისი

ნახვები: 600 ვოლოდიმირ ზელენსკი - ვალერი ზალუჟნის ჩანაცვლებაზე ვფიქრობ, საჭიროა გადატვირთვა, ახალი დასაწყისი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირველად ისაუბრა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის თანამდებობიდან გადაყენების შესაძლებლობაზე.

„ეს არის საკადრო საკითხი. საკითხი იმ ადამიანების შესახებ, ვინც უნდა მართოს უკრაინა. რა თქმა უნდა, საჭიროა გადატვირთვა, ახალი დასაწყისი. ვგულისხმობ რაღაც სერიოზულს, რომელიც ეხება არა ერთ ადამიანს, არამედ ქვეყნის ხელმძღვანელობის მიმართულებას“,- განაცხადა ზელენსკიმ იტალიურ Rai1-თან ინტერვიუში.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ეს გულისხმობს მთავრობის არაერთი ლიდერის როტაციას და არამხოლოდ სამხედრო სექტორში.

„ამ ჩანაცვლებაზე ვფიქრობ, მაგრამ არ შეიძლება ითქვას, რომ აქ მხოლოდ ერთ ადამიანზეა საუბარი. თუ გამარჯვება გვინდა, ყველამ ერთი მიმართულებით უნდა ვიაროთ გამარჯვებაში დარწმუნებულებმა, სასოწარკვეთა არ შეიძლება, დანებება არ შეიძლება, უნდა გვქონდეს სწორი, პოზიტიური ენერგიები. ამიტომ ვსაუბრობ გადატვირთვაზე, ჩანაცვლებაზე, ვგულისხმობ რაღაც სერიოზულს, რომელიც ეხება არა ერთ ადამიანს, არამედ ქვეყნის ხელმძღვანელობის მიმართულებას“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, 29 იანვარს უკრაინის რადას დეპუტატმა, ალექსეი გონჩარენკომ განაცხადა, რომ ვალერი ზალუჟნის გადადგომის შესახებ განუცხადეს და მას ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში ელჩის თანამდებობა შესთავაზეს, მაგრამ უარი თქვა. მოგვიანებით უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. გამოცემა „ეკონომისტი“ კი წერდა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობაზე, ვალერი ზალუჟნის ნაცვლად, ორ კანდიდატს განიხილავს, უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაურს, ალექსანდრ სირსკისა და დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსს, კირილ ბუდანოვს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა