არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
პროკურატურამ „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანებისა და ტერორისტული საქმიანობის დახმარების ბრალდებით ორ პირს ბრალდება წარუდგინა
სურსათის ეროვნული სააგენტო: თბილისის საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლენილა
ბერდია სიჭინავა ჩორჩანას საქმეზე: გახარიას პოზიცია ცალსახაა, საგუშაგოს მშენებლობის შესახებ ყველამ ყველაფერი იცოდა
ზელენსკი კიევზე თავდასხმაზე: დაიღუპა 14 წლის ბიჭი, ეს იყო სასტიკი თავდასხმა, რომელსაც არანაირი სამხედრო ლოგიკა არ გააჩნია
დევდორაკის ხეობაში ღვარცოფის შედეგად წყლის დონემ 4 მეტრს მიაღწია და საავტომობილო გზა დაზიანდა, ამ დროისთვის საფრთხე მინიმალურია
გურიაში განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდებით სამი პირი დააკავეს, საქმეში ე.წ. კანონიერი ქურდიც ფიგურირებს
თავდაცვის სამინისტროს თანხების გაფლანგვის საქმეზე მსჯავრდებულებმა ვასილ მხეიძემ და გიორგი ხაინდრავამ საპატიმრო დატოვეს

ჩილეში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 50-ს გადააჭარბა

ნახვები: 668 ჩილეში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 50-ს გადააჭარბა

ცენტრალურ ჩილეში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 50-ს გადააჭარბა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მსხვერპლთა რიცხვის ზრდას არ გამორიცხავს. სტიქია ვალპარაისოს რეგიონში მძვინვარებს და დასახლებებს საფრთხეს უქმნის. დამწვარია 1100-ზე მეტი სახლი.

ეროვნული სატყეო უწყების ცნობით, დამწვარია რვა ათას ჰექტარზე მეტი. მეხანძრეები ხანძრის ათობით კერას ებრძვიან.

ცეცხლის ჩაქრობას ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი აფერხებს.

როგორც შს მინისტრმა კაროლინა ტოჰამ განაცხადა, ქვეყანა ყველაზე საშინელი კატასტროფის წინაშე დგას 2010 წლის მიწისძვრის შემდეგ, რომელსაც 500-მდე ადამიანი ემსხვერპლა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა