თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

ზელენსკი - მადლობელი ვარ ყველასი, ვინც გვეხმარება

ნახვები: 640 ზელენსკი - მადლობელი ვარ ყველასი, ვინც გვეხმარება

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მნიშვნელოვანია თავისუფალი სამყაროს კონსოლიდაციის შენარჩუნება და რუსეთის დამარცხება, მადლობელი ვარ ყველასი, ვინც გვეხმარება.

„გვახსოვს: ომი რუსეთმა დაიწყო უკრაინის ფრონტზე, მაგრამ მისი სამიზნე მხოლოდ ჩვენი სახელმწიფო, მხოლოდ ჩვენი დამოუკიდებლობა არ არის და ამიტომ, აბსოლუტურად მნიშვნელოვანია თავისუფალი სამყაროს მაქსიმალური კონსოლიდაცია და შესაძლებლის და შეუძლებლის გაკეთება იმისთვის, რომ უკრაინამ რუსეთის დამარცხება შეძლოს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ევროპული სახელმწიფოების გუნდებთან მუშაობა გრძელდება უკრაინის გაძლიერების, თავდაცვის ახალი პაკეტების მიღების და უსაფრთხოების გასაძლიერებლად ახალი გადაწყვეტილებების მიზნით.

"ვაგრძელებთ ჩვენს პარტნიორებთან მუშაობას რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე და სანქციების თავიდან აცილების სქემების დაბლოკვაზე და რაც შეიძლება აქტიურად ვმუშაობთ რუსული აქტივების კონფისკაციაზე. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც გვეხმარება რუსული აქტივების კონფისკაციის მიზნით ჩვენს მუშაობაში“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა