თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

ეროვნული არქივი ოთარ იოსელიანის ფილმების რეტროსპექტივას მასპინძლობს

ნახვები: 625 ეროვნული არქივი ოთარ იოსელიანის ფილმების რეტროსპექტივას მასპინძლობს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დღეს ოთარ იოსელიანის ფილმების რეტროსპექტივა მხატვრული ფილმით „იყო შაშვი მგალობელი“ გაიხსნა.

ღონისძიება რეჟისორის დაბადებიდან 90 წლის იუბილეს ეძღვნება. სამი დღის განმავლობაში ეროვნული არქივის კინოთეატრში მაყურებელი იხილავს ციფრულად რესტავრირებულ ხუთ მხატვრულ ფილმს:

2 თებერვალი, 19:00 – „იყო შაშვი მგალობელი“ (1970); 3 თებერვალი, 16:00 – „პასტორალი“ (1975); 18:00 – „მთვარის ფავორიტები“ (1984); 4 თებერვალი, 16:00 – „გიორგობისთვე“ (1966); 18:00 – „და იქმნა ნათელი“ (1989).

აღსანიშნავია, რომ ოთარ იოსელიანმა 2021 წელს საქართველოს ეროვნულ არქივს გადასცა 1950-იანი წლებიდან 2015 წლამდე საქართველოსა და საფრანგეთში გადაღებული 21 დოკუმენტური და მხატვრული ფილმის მაღალი ხარისხის ციფრული ასლი (DCP ფორმატი), რომელიც უკვე ეროვნული საარქივო ფონდის ნაწილი გახდა. ფილმების სკანირება და ციფრული რესტავრაცია საფრანგეთში განხორციელდა.

რეტროსპექტივა ეროვნული არქივის კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივის დირექტორმა გიორგი კაკაბაძემ გახსნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ოთარ იოსელიანის ოჯახის წევრები, კოლეგები, სხვა მოწვეული სტუმრები.

კინოჩვენებებზე დასწრება თავისუფალია.

ინფორმაციას ეროვნული არქივის პრესსამსახური ავრცელებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა