ანა წითლიძე: სააკაშვილის პატიმრობა ერთი პარტიის ამბავი არ არის, ეს ქვეყნის ეროვნული სირცხვილია
ზელენსკი: უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში რუსულ გემსა და რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტს დაარტყეს
ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
დიდი ბრიტანეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ სამ პირს სანქციებს უწესებს

თაკო ჩარკვიანი - 18:00 საათის შემდეგ ბანკიდან რომ 4 მილიონი შავი ფული გადის და შეხვედრას ესწრებიან გახარია, ფარცხალაძე და ხაზარაძე, ეს ვისი ბრალია? ანაბრებით შექმნილი ხაზარაძის „შპს“ ცალკე თემაა

ნახვები: 603 თაკო ჩარკვიანი - 18:00 საათის შემდეგ ბანკიდან რომ 4 მილიონი შავი ფული გადის და შეხვედრას ესწრებიან გახარია, ფარცხალაძე და ხაზარაძე, ეს ვისი ბრალია? ანაბრებით შექმნილი ხაზარაძის „შპს“ ცალკე თემაა

საღამოს 18:00 საათის შემდეგ ბანკიდან რომ 4 მილიონი შავი ფული გადის და შეხვედრას ესწრებიან გახარია, დასავლეთის მიერ რუსეთის აგენტობაში მხილებული ფარცხალაძე და ხაზარაძე, აი, ეს ვისი ბრალია, – ამის შესახებ „კანონისა და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.

„ტვ ეთერით ვისმენ ხაზარაძის ცოდვილობით და წვალებით „გაპრავების“ მცდელობას (ეროვნული ბანკის პოლიტიკის ბრალია მაღალი პროცენტებით), ჰოდა, საღამოს 18:00 საათის შემდეგ ბანკიდან რომ 4 მილიონი შავი ფული გადის და შეხვედრას ესწრებიან გახარია, დასავლეთის მიერ რუსეთის აგენტობაში მხილებული ფარცხალაძე და ხაზარაძე, აი, ეს ვისი ბრალია, ესეც ეროვნული ბანკის? სამშენებლო სესხით ლომბარდებთან რომ არიან შეკრულები, ესეც ეროვნული ბანკის ბრალია? ამხილე მაშინ, შე კაი კაცო, მუდმივ მაშველ რგოლად რომ იყავი ყველა ხელისუფლების დროს და, მით უფრო, ივანიშვილისთვის საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ტურის წინ რომ შემოაგდეს ხაზარაძე, აი, მაშინ, ბილბორდებზე მთელი „ქართული ოცნება“ რომ იყო გამოჭიმული.

ხაზარაძემ სატელევიზიო ინტერვიუში თქვა: „2017 წელს უკვე მივხვდი ბიძინა ივანიშვილის მიზნებს, როცა მითხრა პირად საუბარში, „რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაშიო?“ ჰოდა, თუ მიხვდა ხაზარაძე ბიძინას რუსულ მიზნებს, მაშინ 2018 წელს ისევ მაშველ რგოლად რატომ მოევლინა ოლიგარქ ივანიშვილს?

პ.ს. 90-იანების ანაბრებით შექმნილი ხაზარახის ბიზნეს „შპს“ – ეს ცალკე ყურადღების თემაა და ჩვენი ქვეყნის ტრაგიკომედიაა.

წინ, საქართველოვ, რა, წინ, შენ გენაცვალე! უნდა ამოვიდეს ეს ქვეყანა როგორმე ამ 30-წლიანი მოჯადოებული წრიდან, ამ მუსტანგზე ამხედრებული „სიაფანდების“ შექმნილი წუმპიდან!“ – წერს თაკო ჩარკვიანი

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა