ანა წითლიძე: სააკაშვილის პატიმრობა ერთი პარტიის ამბავი არ არის, ეს ქვეყნის ეროვნული სირცხვილია
ზელენსკი: უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში რუსულ გემსა და რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტს დაარტყეს
ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
დიდი ბრიტანეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ სამ პირს სანქციებს უწესებს

საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნება” განწირულია მარცხისთვის - „ოცნება“ გაკოტრებული ძალაა - სალომე სამადაშვილი

ნახვები: 602 საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნება” განწირულია მარცხისთვის - „ოცნება“ გაკოტრებული ძალაა - სალომე სამადაშვილი

რამდენჯერაც არ უნდა შეიცვალოს დღეიდან არჩევნებამდე მთავრობა, მისი მეთაური თუ რომელიმე მინისტრი, შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნება” განწირულია მარცხისთვის, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, “ქართული ოცნება” უკვე პოლიტიკურად გაკოტრებულია, რომელსაც მხარდაჭერა ისტორიულ მინიმუმზე აქვს.

„ქართული ოცნება” არის პოლიტიკურად გაკოტრებული ძალა, რომელსაც ისტორიულ მინიმუმზე აქვს დასული მხარდაჭერა და სწორედ ამიტომ დაბრუნდა ბიძინა ივანიშვილი, რუსეთის მოთხოვნით უშუალოდ თავად პოლიტიკაში. ნახეს რომ „ქართული ოცნების” რეიტინგს ამანაც ვერ უშველა და არათუ გაიზარდა, არამედ ყოველდღიურად მცირდება და სწორედ ამის მომასწავებელია ის, რომ უპრეცედენტოდ მმართველ პარტიას, ფაქტობრივად, რამდენიმე კვირის შუალედით უწევს მორიგი ყრილობის ჩატარება და გუნდის ახლებურად გადალაგება. ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, რომ მათ სჭირდებათ ხელისუფლება, რომელიც მათ ინტერესებს ემსახურება და არა ის გუნდი, რომელიც ერთი მხრივ, ემსახურება ბიძინა ივანიშვილის ფინანსურ ინტერესებს და მეორე მხრივ, ასრულებს რუსეთის დავალებებს. ამიტომ, რამდენჯერაც არ უნდა შეიცვალოს დღეიდან არჩევნებამდე მთავრობა, მისი მეთაური თუ რომელიმე მინისტრი, შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე “ქართლი ოცნება” განწირულია მარცხისთვის”, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

რაც შეეხება ირაკლი კობახიძის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის საკითხს, სამადაშვილმა აღნიშნა, რომ „ირაკლი კობახიძე ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო დისკრედიტირებული პოლიტიკოსი და მსგავსი ხალხის გარდა, რუსეთისთვის მისაღები კანდიდატები „ქართულ ოცნებაში” და ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაში აღარ დარჩა.”

„ირაკლი კობახიძე არის ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო დისკრედიტირებული პოლიტიკოსი და როგორც ჩანს, მსგავსი ხალხის გარდა, რუსეთისთვის მისაღები კანდიდატები „ქართულ ოცნებაში” და ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაში აღარ დარჩა. სხვა არანაირი ახსნა არ აქვს ამ გადაადგილებას. მთავარი არის, რომ ქართველ ხალხს არ სჭირდება გავრილოვის და რუსეთის მსახური ქვეყანა, რაც არ უნდა ერქვას მათ პრემიერ-მინისტრს, ღარიბაშვილი იქნება თუ კობახიძე”, - აღნიშნა სამადაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა